თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისელებს ქალაქის მომავალი მერისთვის ხმის მიცემა კვლავ მოუწევთ, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა პირველივე ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოაგროვა.
ქუთაისის 124-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შედეგების მიხედვით ცესკოს მიერ წარმოდგენილი წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში გადიან ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი პარტიების წარმომადგენლები გიორგი ჭიღვარია და გრიგოლ ვაშაძე.
„ქართული ოცნების" წარმომადგენელს პირველ ტურში მოსაგებად ხმების ძალიან მცირე რაოდენობა დააკლდა. ჭიღვარიამ ხმების 48, 75% დააგროვა, მისმა მთავარმა ოპონენტმა ვაშაძემ — 26,89%.
დანარჩენმა კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 9%-ზე ნაკლები მოიპოვეს.
შაბათს საქართველოში ქალაქებისა და რაიონების მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა.