არჩევნები საქართველოში - საოლქო კომისიებში 300-ზე მეტი საჩივარია შესული

გამოწერა
ცესკოში შესული საჩივრები ადგილობრივი დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 309 საჩივარი, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე.

საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. არჩევნებში მონაწილეობდა 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.

"საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი… საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს, და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა", — განაცხადა ჟვანიამ.

ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში. ყველა შემოსულ საჩივარზე საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება, განაცხადა ჟვანიამ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველო პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0