ოპოზიცია არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა

© Sputnik / Levan Avlabreliბანერი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის გამოსახუილებით
ბანერი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის გამოსახუილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ორი ოპოზოციური პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთის" წარმომადგენლებმა არჩევნების შედეგების შეჯამებისას განაცხადეს, რომ კენჭისყრა დარღვევებით და არაპატიოსან გარემოში მიმდინარეობდა.

შაბათს საქართველოში ქალაქებისა და რაიონების მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„რომ არა ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მერწმუნეთ, არჩევნების შედეგები სულ სხვა იქნებოდა. გუშინ იყო უპრეცედენტო ზეწოლა ამომრჩევლებზე, მაყურებლები საარჩევნო უბნებზე, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველა მიმსვლელს და აკონტროლებდნენ, ვინ ვის აძლევდა ხმას", — განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში - საოლქო კომისიებში 300-ზე მეტი საჩივარია შესული

ქართული დემოკრატიისთვის ცუდი ნაბიჯი უწოდა შაბათს ჩატარებულ არცჩევნებს „ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ.

„ის, რაც ვიხილეთ მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, არის ძალიან მძიმე და ცუდი ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ვიხილეთ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსის ყველა არსებული ფორმა," — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც დამარცხებას შეეგუა და კალაძეს გამარჯვება მიულოცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0