ნარმანია საქართველოდან წასვლას არ აპირებს

© FB / Tbilisi City Hallდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტთან საუბრისას ნარმანიამ განაცხადა, რომ ის იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. გავრცელებული ინფორმაცია დავით ნარმანიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში უარყო.

ჟურნალისტთან საუბრისას ნარმანიამ განაცხადა, რომ ის იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.

თბილისის მერი დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
დავით ნარმანია თბილისის მომავალ მერს წარმატებას უსურვებს

"პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ვრჩები საქართველოში. რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციას, წავალ იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად დავჭირდები და რაზეც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ვრჩები გუნდში და საქართველოში", — აღნიშნა ნარანიამ.

დავით ნარმანია თბილისის მერად 2014 წლის 12 ივლისს იქნა არჩეული. მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა და თბილისის მერის თანამდებობა დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0