თბილისში საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები მიიღებენ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის 23-28 ოქტომბერს საქართველოში მეექვსე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართება, რომელიც წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეძღვნება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

კონფერენციის პირველ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიიდან დეკანოზი ანდრია ლაუთი, ცეგარისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ინგლისის დარემის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენციის გახსნის დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საზეიმო მიღება გაიმართება.

ქართული სტილი: ჩოხა მსოფლიო მოდაში შემოდის - Sputnik საქართველო
ქართული სტილი: ჩოხა მსოფლიო მოდაში შემოდის

კონფერენციის მეორე სესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს გაიხსნება. სესიაზე წარდგებიან სალონიკის საეკლესიო აკადემიის სასულიერო პირი ნიკოლაოს ლუდოვიკოსი, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი პიოტრ მალკოვი, კემბრიჯის მართლადიდებელი ქრისტიანული კვლევების ინსტიტუტის (IOCS) და ვინჩესტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

იმავე დღეს გაიმართება კონფერენციის მესამე სესია, რომელზეც სიტყვით გამოვლენ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის და მოსკოვის სასულიერო აკადემიის წარმომადგენლები ილია ჰალიფი და პაველ დობროცვეტოვი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
სინოდმა ილია მეორის პატრიარქობის პერიოდის მიღწევები განიხილა

25 ოქტომბერს კონფერენციის მონაწილეებისთვის ექსკურსია მოეწყობა. ისინი დაათვალიერებენ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს, ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს.

ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს ცაგერის რეზიდენციაში გაიმარტება კონფერენციის მეოთხე სესია, სადაც სიტყვით გამოვლენ გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, წმინდა კლიმენტ ოქრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ივან ქრისტოვი, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ია მელნიკოვა.

კონფერენციის მეხუთე სესია ლენტეხის რეზიდენციაში ჩატარდება, სადაც წარდგებიან გელათის აკადემიის წარმომადგენელი, დეკანოზი ბიძინა გუნია, მოსკოვის სასულიერო აკადემიის იღუმენი დიონისე შლენოვი.

კონფერენციის დასკვნით დღეს, 27 ოქტომბერს, ცაგერის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინება. კონფერენციის დასასრულს ჩატარდება კონცერტი.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის (VII საუკუნე) წმინდა ნაწილები 2010 წელს ცაგერის მახლობლად მურის ციხესთან აღმოაჩინეს. პირველწყაროებში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის გადასახლებისა და გარდაცვალების ადგილად ლაზიკის მთებში მდებარე სქიმარისის ციხეა მითითებული.

2010 წელს რამდენიმე წლის განმავლობაში არქეოლოგები, ანთროპოლოგები, ისტორიკოსები, სასულიერო პირები და სხვა სპეციალისტები კვლევებს ატარებდნენ.

გასულ წელს V საღვთისმეტყველო კონფერენციაზე თბილისში გამოცხადდა კვლევების შედეგები, რომლებმაც დაადასტურა, რომ 2010 წელს ტაძარში აღმოჩენილი წმინდა ნაწილები ნამდვილად მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნოდა.

ყველა ახალი ამბავი
0