თბილისში ბროდსკის პოეზიის მიხედვით მონოსპექტაკლ-ჯაზს აჩვენებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრალური ფესტივალ Gift-ის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „საუკუნე მალე დამთავრდება"

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Gift-ის ფარგლებში გრანოვსკის რუსული თეატრ-ლაბორატორია 22 ოქტომბერს წარმოადგენს მონოსპექტაკლ-ჯაზს იოსებ ბროდსკის პოეზიის მოტივებზე "საუკუნე მალე დასრულდება".

Gift-ი, რომელსაც 20 წელი უსრულდება, 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე გასტანს და წარმოადგენს თეატრალური დასების სპექტაკლებს საქართველოდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ "საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს Sputnik-საქართველოს ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში.

ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
GIFT-ს ფესტივალზე ქორეოგრაფ საშა ვალცის საღამო გაიმართება

გრანოვსკის თეატრი-ლაბორატორია 2012 წელს "ტაგანკის თეატრის შემოქმედებითი სახელოსნოს" ბაზაზე შეიქმნა. ხელმძღვანელი — თეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრალური რეჟისორი და პედაგოგი იგორ პეხოვი.

თეატრის მიზანია — რეჟისორ ალექსეი გრანოვსკის (1890-1937) მიერ შემუშავებული უნიკალური თეატრალური მეთოდის კვლევა. გრანოვსკის სისტემა წარმოადგენს მარკ შაგალის "ფსიქოპლასტიკის" და მაქს რეინხარდტის თეატრალური ექსპრესიონიზმის შერწყმას.

ლაბორატორიის რეპერტუარი სამ სპექტაკლს მოიცავს: ბროდსკის "საუკუნე მალე დამთავრდება", პუშკინის "მოცარტი და სალიერი" და შექსპირის "მეფე ლირისა" და "ჰამლეტის" მოტივებზე დადგმული В наш век слепцам безумцы вожаки.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის თეატრი - Sputnik საქართველო
დღეს თბილისში იხსნება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Gift

იგორ პარხომენკოს დადგმაში "საუკუნე მალე დამთავრდება, ბროდსკის პოეზიის გარდა, ბიბლიური ტექსტები, ძველებური ჰიმნები და ებრაული მოტივები ისმის.

ორგანიზატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დადგმა რთული ფილოსოფიური შინაარსის მატარებელია, ლექსების რიტმი ქმნის ახალ დროით მატერიას, რომელშიც წამკითხველი — თავისუფალი ადამიანია, და ამავე დროს თანამედროვე საზოგადოების და მსოფლიოს წევრი.

სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თბილისის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში და ონლაინ.

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები მასტერ-კლასები.

ხელოვნების ფესტივალი GIFT: რა ვნახოთ? - Sputnik საქართველო
ხელოვნების ფესტივალი GIFT-ის პროგრამა

ყველა ახალი ამბავი
0