თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ქართული საერთაშორისო ფესტივალი Gift-ი („საჩუქარი“) თბილისში კვირას, 15:00 საათზე იხსნება.
Gift-ი, რომელსაც წელს 20 წელი უსრულდება, 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება და რუსეთის, იაპონიის, ისრაელის, ევროპის ქვეყნების თეატრალური დასების სპექტაკლებს წარმოადგენს.
„Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ „საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს Sputnik-საქართველოს ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში. Gift-ზე რუსეთს ორი თეატრი წარმოადგენს — ბალტიის თეატრი-ფესტივალი "ბალტიის სახლი" და გრანოვსკის თეატრი-ლაბორატორია.
ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება ლაშა კუპრაშვილის ნამუშევრების ფოტოგამოფენით (აბრეშუმის ფაბრიკის სტუდია, კოსტავას, 59).
შემდგომ, 18 ოქტომბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თბილისის სახელმწიფო თეატრი დამთვალიერებლებს ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაზე იწვევს (აღმაშენებლის გამზ., 164). ამის შემდეგ ფორუმის ფარგლებში საფესტივალო სპექტაკლები დაიწყება.
იაპონიის თეატრალურ შემოქმედებას სპექტაკლით „კუმკუატის მარცვალი" წარმოადგენს საცეკვაო დასი Sankai Juku (სანკაი ჯუკუ). ფინეთს წარმოადგენს თანამედროვე საცირკო დასი WHS დადგმით Lähtö – "განშორება".
საცეკვაო სპექტაკლს Continu მაყურებელი იხილავს გერმანელი ქორეოგრაფის, საშა ვალცის დასის შესრულებით. ისრაელი ფესტივალში მონაწილეობს თეატრალური დასის Ayit Театра Beer Sheva Fringe Theatre სახით, რომელიც წარმოადგენს სპექტაკლს გოგოლის მიხედვით „შეშლილის წერილები".
საქართველოდან ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და რეგიონების თეატრები. მათ შორის: მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობის თეატრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ბოლნისის თეატრი და სხვა.
GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.
ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები მასტერ-კლასები.