NDI: ერთპარტული ხელისუფლება დემოკრატიისთვის გამოწვევად შეიძლება იქცეს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ბანერი
„ქართული ოცნების“ ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პრაქტიკულად ყველა რეგიონში გამარჯვება მოიპოვა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „აშშ-ის ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის საფრთხეებზე საუბრობენ.

„ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პრაქტიკულად ყველა რეგიონში გამარჯვება მოიპოვა.

“არჩევნების შედეგების მიხედვით, ერთი პარტია დომინირებს საარჩევნო თანამდებობების ყველა რგოლში. ეს საქართველოში პირველად არ ხდება, და ეს დემოკრატიის მომდევნო განვითარებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლებზე დამოკიდებულია ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, რომლის დროს ყველა ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ გარემოში ჩართვას შეძლებს", — განაცხადა NDI-ს წარმომადგენელმა ლაურა ტორნტონმა პრესკონფერენციაზე.

OSCE-ს ლოგოტიპით დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არაცალსახად შეაფასა

ტორნტონმა აღნიშნული ფაქტის გამო შეშფოთება გამოხატა.

"ერთპარტიული სისტემის დომინირებისა და პლურალიზმის დეფიციტის გამო შეშფოთებას გამოვხატავთ. უამრავმა ჯგუფმა, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო შეშფოტება გამოთქვეს, ასევე არსებობს ეჭვი, რომ სასამართლო სისტემა არ არის თავისუფალი", — აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, თავად არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, მაგრამ დამკვირვებლებმა ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო კომისიების წევრების მიერ პროცედურების არცოდნა და პარტიების დამკვირველბლების მხრიდან ხმების დათვლის პროცესში ჩარევა დააფიქსირეს.

NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში მიმდინარე არჩევნებს 2004 წლიდან აკვირდება, ასევე ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, რომლებშიც ქვეყანაში მთავარი მოვლენებისა და პრობლემების მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება აისახება.

ყველა ახალი ამბავი
0