გაწევ-გამოწევა ფოთის საარჩევნო უბანზე – ოპოზიცია შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია ფოთის 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის 31-ე საარჩევნო უბანზე "პატრიოტთა ალიანსის" ფოთის მერობის კანდიდატს მაია ჩხარტიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, იუწყება "Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ოპოზიციური პარტიის კანდიდატის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დიდი რაოდენობით ჩაყრა სცადა, რასაც უბანზე დაპირისპირება მოყვა.

ინციდენტი საარჩევნო უბნის დახურვამდე 15 წუთით ადრე მოხდა, ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ.

ოპოზიცია ფოთის 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ფოთში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს

საქართველოს მოქალაქეები დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 18:00 საათისთვის, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე კალაძემ 54% დააგროვა, შესაბამისად, თბილისის მერის არჩევნების შედეგი პირველივე ტურში გადაწყვეტილია. მეორე ადგილზე ზაალ უდუმაშვილია (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 15%, ხოლო მესამეზე — დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი — 14%.

გამოკითხვის ცდომილება — 2-2,5%.

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0