ფოთში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს

© Sputnik / Levan Avlabreliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაირა ომანაძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფოთში მდებარე №34 საარჩევნო უბნიდან კომისის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თეა ქაჯაია გააძევა, იუწყება „Sputnik—საქართველოს“ კორესპონდენტი სამეგრელოდან.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაირა ომანაძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36,7% შეადგინა

„დილიდან შევამჩნიე, რომ მარკირების ფანარი არ იყო მწყობრში და ამის შესახებ განვაცხადე. ფანარს ელემენტები შეუცვალეს, მაგრამ გამართულად მაინც არ იმუშავა. კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვე ეცნობებინა საოლქოსთვის და შეეცვალათ ფანარი. მას შემდეგ, რაც სხვებთანაც არ დაფიქსირდა მარკირების კვალი და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე, დამატოვებინა უბანი. საჩივარი დავწერე, მაგრამ არ მიიღეს“, — განაცხადა ქაჯაიამ.

№34 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ზაირა ომანაძემ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დაადანაშულა და აღნიშნა, რომ ის კომისიის მუშაობაში არასწორად ერთვებოდა, რის გამოც თეა ქაჯაიას შენიშვნა არაერთხელ მისცა.

აღნიშნულ ფაქტზე ფოთის №70 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე შესულია.

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0