თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ჩეხეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების მეორე დღე მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ქვეყანაში ხმის მიცემა ტრადიციულად ორ დღეს გრძელდება. არჩევნები გუშინ, პარასკევს დაიწყო და 22:00 საათამდე გაგრძელდა, დღეს კი ხმის მიცემა, ჩვეულებისამებრ, 08:00 სააათზე დაიყო და 14:00 საათზე შეწყდება.
წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა 27-28% ხმას მილიარდერი ანდრეი ბაბიშის მიერ ექვსი წლის წინ ჩამოყალიბებული მოძრაობის, ANO-ს წევრებს მისცემს; ორჯერ ნაკლები ამომრჩეველი დაუჭერს მხარს კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს, ხოლო მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებმა ძლივს მოუყარეს თავი 5%-ს, რაც პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი ხმათა რაოდენობაა.