თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე: ჩინოვნიკი და რეფორმატორი

© Courtesy by Giorgi Vashadzeგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია რეფორმატორი გიორგი ვაშაძე ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის დიპლომით.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი ვაშაძე თბილისის მერის პოსტზე კენჭს იყრის საარჩევნო ბლოკიდან „ახალი საქართველო" – საარჩევნო ბიულეტენში მისი ნომერია „27".

„Sputnik–საქართველო" 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისის მერობის კანდიდატების ბიოგრაფიას გთავაზობთ.

საქართველოში ვაშაძე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა. გარდა ამისა, მისი დამსახურებაა საქართველოში ბიომეტრიული და ელექტრონული პასპორტების შემოღება.

გიორგი ვაშაძე 1981 წლის 8 ივნისს დაიბადა. ის თბილისის მერობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. მას ყველაზე პრესტიჟული განათლება აქვს — ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა სახელმწიფო მართვის სპეციალობით. თბილისის მერობის კანდიდატს ასევე აქვს იურისტის დიპლომი.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
პარტიათა წინასაარჩევნო დაპირებები – ილუზია თუ პერსპექტივა

2004 წელს, იურისტის დიპლომის მიღების შემდეგ, ვაშაძემ მუშაობა დაიწყო ჩუღურეთის რაიონის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსად.

ერთი წლის შემდეგ ვაშაძე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფროსის მოადგილე გახდა, შემდეგ კი მისი ხელმძღვანელი.

2010 წელს ვაშაძემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია დაიკავა და აღნიშნულ თანამდებობაზე 2 წელი დაჰყო.

2012 წელს ვაშაძე საქართველოს პარლამენტში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა, რომელმაც არჩევნების შედეგების საფუძველზე ქვეყნის მმართველობის სადავეები დაკარგა. 2016 წლის დასაწყისში ვაშაძემ „ნაცმოძრაობა" დატოვა და საკუთარი პარტია დააფუძნა.

ყველა ახალი ამბავი
0