სროლა „ქართული ოცნების" ოფისთან: დაჭრილია ოთხი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატია, ხოლო მეორე – მოქმედი დეპუტატი პარტია "ქართული ოცნებიდან".

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი წუხელ, დაახლოებით 23 საათზე მოხდა. თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით ათი გასროლის ხმა გაიგეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში ღამით მომხდარი თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. თუმცა უცნობია, რა ძირითად ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას მიმართავს

ადგილზე წუხელვე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მისი განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიას ამუშავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან", ხოლო მეორე — მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ასევე პარტია „ქართული ოცნებიდან", კიდევ ორი — მისი ოჯახის წევრები არიან.

ყველა დაჭრილი მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება დაიწყო სხეულისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შაბათს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0