საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიპენიტენციური დაწესებულება
პენიტენციური დაწესებულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებში ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თვითმმართველი ორგანოების არჩევნებზე ხმის მიცემას პატიმრებიც შეძლებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
პარტიათა წინასაარჩევნო დაპირებები – ილუზია თუ პერსპექტივა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ტარდება. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა 64 ქალაქისა და რაიონის მერები და 64 საკრებულოს დეპუტატები უნდა აირჩიონ.

„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ იხსნება, ცესკო გადასატან ყუთს მიიტანს", — აღნიშნულია განცხადებაში.

არჩევნებში ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაგანაც მაჟორიტარ კანდიდატებს ხმას მხოლოდ ის პირები მისცემენ, რომელთა პატიმრობის ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იმავე ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცესკო წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას, აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ. არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება 3,4 მილიონზე მეტ ამომრჩეველს გააჩნია.

© Sputnik / Maria Tsimintiaადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0