ბათუმში ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

© FB / Zurab Pataradzeბათუმში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
ბათუმში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. 150 ადგილზე გათვლილი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"დღეს საფუძველს ვუყრით თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების განვითარების საქმეში. მინდა ვთქვა განსაკუთრებით იმ ადამინების გასაგონად, რომლებიც ვერ ხედავენ აღმშენებლობით პროცესებს ჩვენ რეგიონში — ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდა, განათლებული თაობა. მიხარია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ სასწავლო წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით შეხვდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას", — განაცხადა საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ.

გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს

მისი თქმით, ბათუმში განათლების სფეროში მრავალი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მაგალითად, ქობულეთში ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ფიტოპათოლოგიებისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის სფეროში ერთ-ერთი უნიკალური ცენტრი იქნება საქართველოს მასშტაბით.

საერთო საცხოვრებლის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. შენობაში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ნაგებობები ადმინისტრაციისა და დაცვისთვის. სტუდენტური საცხოვრებლის სამი ოთახი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან მშენებლობისთვის 2,3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წელს სპორტული კომპლექსიც გაჩნდება. შემდეგ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0