ახალგაზრდები ფესტივალით კმაყოფილი არიან. ბევრი მათგანი ღონისძიების მასშტაბებმა, ლექციების დიდმა რაოდენობამ, მასტერ-კლასებმა და ფლეშმობებმა მოხიბლა. ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება მათთვის იყო ფესტივალის გახსნა, ცნობილი პოლიტიკოსებისა და კულტურის მოღვაწეების ლექციები, ავიაშოუ და სხვ.
„ფესტივალიდან უსაზღვრო შთაბეჭდილება მივიღე. ძალიან მომეწონა გახსნის გრანდიოზული შოუ. საშუალება მომეცა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამეცნო და დავკონტაქტებოდი. ახლა მე მსოფლიოს ყველა კუთხიდან მყავს მეგობრები", — განაცხადა ფესტივალის ქართველმა მონაწილემ მარნეულიდან ირინა კენდეევამ.
ახალგაზრდები ასევე საუბრობენ, რომ ისინი იღლებიან იმ ობიექტებს შორის სიარულით, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. ოლიმპიური პარკი მართლაც დიდია, მისი დიამეტრი ნახევარი კილომეტრია, ხოლო ყველაზე მოშორებული ადგილი ძირითადი ობიექტებიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.
„ჩვენ სპორტსმენები ვართ და მაინც გვიჭირს ბევრი სიარული, იმიტომ რომ ობიექტებს შორის დაშორება დიდია. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ეკო-ველორბოლაში. ფესტივალზე სხვა ბევრი აქტივობებიც არის, მაგალითად, ფლეშმობები, ცეკვები, მარათონები", — განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა ემილია ჩიკვაიძემ.
ქართული დელეგაციის რამდენიმე მონაწილე ასევე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში რეგიონულ პროგრამებს დაესწრო.
„ფესტივალის პირველი დღეები ყაზანში რეგიონულ პროგრამაში გავატარე. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ახალმა ტექნოლოგიურმა ქალაქმა ილინოისმა მოახდინა. მთლიანობაში ყაზანზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა", — განაცხადა ფესტივალის ქართველმა მონაწილემ თათა შენგელიამ.
მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალზე საქართველოს დელეგაცია 87 ადამიანისგან შედგება. მასში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 18-დან 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი 20 000 ახალგაზრდა მონაწილეობს.
მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალის ლოზუნგია „მშვიდობის, სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმპერიალიზმის წინააღმდეგ — პატივს ვცემთ წარსულს, ვაშენებთ მომავალს!" ფესტივალი მოწოდებულია მსოფლიო პროგრესული ახალგაზრდობის გაერთიანების, საერთაშორისო კავშირების განმტკიცებისა და კულტურათაშორისი და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების განვითარებისკენ.
აგნესა პაპაზიანი