თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მონაწილეობს ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე მიმდინარე გამოფენა YOUTH EXPO-ს „მსოფლიოს რეგიონების" განყოფილებაში, სადაც ასევე 40 ქვეყანა და რუსეთის 65 რეგიონია წარმოდგენილი.
საქართველოს სტენდთან ახლოს ხმამაღლა ისმის ქართული ხალხური მუსიკა. ტელევიზორის ეკრანზე უწყვეტად გადაიცემა ვიდეორგოლები ბუნებრივ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე. დახლზეა სუვენირები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსში თამაშდება, და საინფორმაციო ბროშურები, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
„ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, კითხულობს საქართველოს შესახებ და ჩვენთან ფოტოებს იღებს. პატარა კონკურსებს ვატარებთ, გამარჯვებულებს ქართული სუვენირებით ვასაჩუქრებთ", — აღნიშნა ქართული გამოფენის ხელმძღვანელმა ქეთი ჯაფარიძემ.
დახლთან ჩოხებში გამოწყობილი გოგონები დგანან. ეს სათანადო კოლორიტსა და ნამდვილი საქართველოს ატოსფეროს ქმნის. ისმის ბევრი კეთილი სიტყვები ფესტივალის მონაწილეებისგან, რომლებიც საქართველოში უკვე არიან ნამყოფი ან ძალიან სურთ აქ ჩამოსვლა.
„მსოფლიოს რეგიონები" — ეს არის ფესტივალის მონაწილე ქვეყნების ტრადიციების, კულტურებისა და ყოფის კაშკაშა ექსპოზიცია. ფესტივალის მონაწილეები ეცნობიან სხვა სახელმწიფოების კულტურას, ისტორიასა და ყოფას, აგემოვნებენ ეროვნული სამზარეულოს კერძებს, ირგებენ ტრადიციულ კოსტიუმებს, უსმენენ მსოფლიო ხალხთა ძველ ლეგენდებსა და ზღაპრებს.
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი ტარდება ლოზუნგით „მშვიდობისთვის, სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობისთვის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით — ჩვენი წარსულის პატივისცემით, მომავალს ვაშენებთ!" ფესტივალის მიზანია მსოფლიოს ახალგაზრდული საზოგადოების გაერთიანება, საერთაშორისო კავშირების განმტკიცება, ეროვნებათაშორისი და კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია და დეტალურად აშუქებს მას.