თავდაცვის სამინისტრომ პროფსასწავლებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ კოლეჯებთან – „სპექტრთან" და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. 

შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი თავდაცვის აკადემიაში - Sputnik საქართველო
თავდაცვის აკადემიაში შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედრო მოსამსახურეები შემდუღებლის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებს დაეუფლებიან.

„პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს", — აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მოაწერა. პროფესიულ სასწავლებლებს კი ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ, რომლებმაც თავდაცვის უწყებასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

ყველა ახალი ამბავი
0