რთველი 2017 დასასრულს უახლოვდება

გამოწერა
რთველი, ტრადიციულად, ოქტომბრის ბოლოს სრულდება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რთველი უკვე დასრულდა რაჭაში, სულ მალე დასრულდება კახეთში და რამდენიმე დღეში დაიწყება ლეჩხუმში.

როგორც წესი, რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება და ოქტომბერ-ნოემბერში მთავრდება.

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროში დაიწყო აგვისტოს ბოლოს. ეტაპობრივად პროცესში სხვა რაიონებიც ჩაერთვნენ. 10 სექტემბრისთვის რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა.

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი 2017: საუკეთესო ფოტოები

კახეთში რთველი საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფელში გრძელდება. 18 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში გადამუშავდა 123 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა დაახლოებით 142,2 მილიონი ლარი შეადგინა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. "რთველი 2017"-ის ფარგლებში მოსავალი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

რთვლის ორგანიზებულად ჩასატარებლად, ტრადიციულად, გახსნილი იყო საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობდა.

რთველი დასრულდა მაღალმთიან რაჭაში, სადაც აწარმოებენ სახელგანთქმულ ღვინო "ხვანჭკარას".

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რაჭაში გადამუშავდა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის 765 ტონა ყურძენი, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 5,4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო ღვინის 28 კომპანია. "რთველი 2017"-ის ფარგლებში მოსავალი რაჭაში 700-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

რთველი ამ დღეებში დაიწყება ლეჩხუმში. პროგნოზებით, რთველი საქართველოში ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.

რთველი საფრანგეთში - Sputnik საქართველო
ქართული რთველი საფრანგეთში

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2017 წელს კახელ ფერმერებს სუბსიდიას არ გამოუყოფს, როგორც ეს გასულ წლებში იყო, და ეს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე დიდი მოთხოვნილებით ახსნა.

თუმცა, ის ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს 0,70 ლარად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.

განსხვავებით კახეთისგან, მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმში გადაწყვიტა სუბსიდირების შენარჩუნება "ალექსანდროულისა" და "მუჯარეთულის" სახეობების (ამ ყურძნის ჯიშებისგან მზადდება "ხვანჭკარა") შესყიდვისას — სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0