რთველი ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც ქართველები ოდითგანვე აღნიშნავდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ტარდება რთველი კახეთში.
საქართველოში რთველი გრძელდება, ღვინის დაწურვა აქ კულტურის ნაწილია. რთველი არ არის უბრალოდ სოფლის მეურნეობა, ეს დღესასწაულია, რომელიც შემოდგომის ბოლომდე გრძელდება. დედოფლისწყაროს რაიონში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. ზუსტად აქ მწიფდება ყურძენი ყველაზე ადრე. ეტაპობრივად პროცესში სხვა რაიონებიც ჩაერთნენ.

1/16
© photo: Sputnik / STRINGER
ტრადიციულად, დედოფლისწყაროს რაიონში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო

2/16
© photo: Sputnik / STRINGER
სწორედ დედოფლისწყაროშე მწიფდება ყურძენი ყველაზე ადრე

3/16
© photo: Sputnik / STRINGER
შემდეგ რთველი იწყება კახეთის სხვა რაიონებშიც

4/16
© photo: Sputnik / STRINGER
ბოლო მონაცემებით, კახეთში ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 91 მილიონი ლარი შეადგინა

5/16
© photo: Sputnik / STRINGER
ყურძნის კომპანიებისათვის ჩაბარებაში ლიდერობს ყვაერლის რაიონი - გლეხები და ფერმერები გადამამუშავებელ ქარხნებს 27 ათას ტონაზე მეტ ყურძენს აბარებენ. ეს 26%-ით მეტია, ვიდრე მთელი კახეთის რეგიონიდან ჩაბარებული მოსავალი

6/16
© photo: Sputnik / STRINGER
2017 წელს საქართველოს მთავრობამ სუბსიდირება შეუწყვიტა კახელ ფერმერებს და საკუთარი გადაწყვეტილება ღვინის მწარმოებელი კომპანიებისგან ყურძენზე დიდი მოთხოვნით განმარტა

მიუხედავად ხელისუფლების მიერ სუბსიდიების შეწყვეტისა, კახეთში რთველი კარგად მიდის

ამავდროულად, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც გლეხებისგან შეიძენენ სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს და მისგან სპირტსა და ჭაჭას დაამზადებენ, მთავრობისგან სუბსიდიას მიიღებენ

რთველს უძველესი ტრადიციები გააჩნია, რომლებიც არავინ იცის როდის დაიბადა

10/16
© photo: Sputnik / STRINGER
არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ღვინოს საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში წურავდნენ

11/16
© photo: Sputnik
რთველის განუყოფელი ნაწილია ღვინის დაწურვის ძველესი ტრადიცია - საწნახელში ჩაყრილ ყურძენს წურავენ შიშველი ფეხით ან რეზინის ფეხსაცმლით

ყურძნის წვენს ასხამენ ქვევრში, სადაც ის დუღილს იწყებს. სწორედ ასე კეთდება ქართული ღვინო

ყველა ოჯახს ღვინის მომზადების საკუთარი მეთოდი აქვს, რომელსაც მომდევნო თაობას გადასცემს

სუბსიდიები გლეხებისათვის რთველის დროს გაიცემა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში "ალექსანდროულზე" და "მუჯურეთულზე", სადაც რთველი ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ ღვინის მწარმოებლები წელს 150 ათას ტონამდე ყურძენს მიიღებენ. გასულ წელს გადასამუშავებლად მიიღეს 118 ათასი ტონა

რთველის ორგანიზების მიზნით თელავში ყურძნის ჩასაბარებლად საკოორდინაციო შტაბი ამუშავდა