თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. FIBA-ს ევროპის თასის პირველ მატჩში ქართული საკალათბურთო კლუბი „დინამო" თბილისი სოფიაში ბულგარეთის „ლუკოილ-აკადემიკასთან" ანგარიშით 70:73 დამარცხდა, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თავიდან „დინამოელებმა" აქტიური თამაში დაიწყეს და პირველი მონაკვეთის შუა ნაწილში 16:11 ანგარიშით იგებდნენ. თუმცა, ირაკლი ხოშტარიას აღსაზრდელები უპირატესობას დიდ ხანს არ ფლობდნენ. ბულგარელებმა მათ ინიციატივა წაართვეს და სასტარტო მეოთხედში ანგარიშით 21:16 მოიგეს.
ამის შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა იმიციატივა დაკარგეს. ზოგჯერ ჩამორჩენა 2 ქულამდე მცირდებოდა, ზოგჯერ კი 11 ქულამდე იზრდებოდა.
„აკადემიკამ" მეორე და მესამე მეოთხედი მოიგო და მხოლოდ ბოლო ათწუთიან მონაკვეთში ანგარიშით 16:24 წააგო. თუმცა საერთო მოგებისთვის 8 ქულა საკმარისი არ იყო და თბილისის „დინამომ" ანგარიშით 70:73 წააგო.
ქართული გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლეფრი ბოიდი აღმოჩნდა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.
Е ჯგუფის მეორე მატჩში რუმინეთის „კლიუჟ-ნაპოკამ" საკუთარ მოედამზე თურქეთის „ისტანბულს" ანგარიშით 90:69 მოუგო.
შემდეგ თამაშს თბილისის „დინამო" საქართველოში 25 ოქტომბერს „კლიუჟის" წინააღმდეგ გამართავს. თამაში ახალ "სპორტის სასახლეში" გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.