თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. 17 წლის ქართველის პიანსტი სანდრო გეგეჭკორი სოლო-კონცერტით აშშ-ში მიიწვიეს — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლე წარდგება დეტრიოტში (აშშ, მიჩიგანის შტატი), ამის შესახებ ახალგაზრდა მუსიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
აშშ-ში გეგეჭკორი მიიწვიეს ფოირიჰის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის II საერთაშორისო კონკურსზე (Feurich International Piano, Vocal and Chamber Music Competition) ვენაში გამარჯვების შედეგად. კონკურსი ვენაში 2017 წლის 1-3 ივლისს გაიმართა. პიანისტი კონკურსის გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.
დეტრიოიტში გეგეჭკორი 2018 წლის მარტში წარდგება. საღამო ქართველი პიანისტის რეპერტუარით გაიხსნება, გაიჟღერს შოპენის, ლისტის და რახმანინოვის ნაწარმოები.
მეორე განყოფილებაში გეგეჭკორი დეტროიტის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს მოცარტის კონცერტს ფორტეპიანოსთვის.
გარდა ამისა, აშშ-ში გეგეჭკორი ცნობილი მუსიკოსების მასტერ-კლასებს დაესწრება, მათ შორის ბერკლის მუსიკალური კოლეჯის დირექტორი იქნება.
სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. ამჟამად თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეა და პროფესორ საშა გარბერის კლასში სწავლობს.
ახალგაზრდა მუსიკოსისთვის 2017 წელი ძალზე ნაყოფიერი იყო. წლის დასაწყისში სანდრო ვენაში, ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმში გამოვიდა და შეასრულა მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტისა და სხვა ნაწარმოებები. შემდეგ ის წარმატებით გამოვიდა მოსკოვში.
ცოტა ხნის წინ კი სანდრომ კონცერტი გამართა თბილისში, სადაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა რახმანინოვის რაფსოდია პაგანინის თემაზე. 1 ოქტომბერს სანდროს სოლოკონცერტი ტამბოვში, სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმში შედგა.