საქართველომ ნიდერლანდებს Boeing 777-ის ინციდენტის გამოსაძიებლად „ბუკი“ გადასცა

© photo: Sputnik / Masha Ross / გადასვლა მედიაბანკშიBoeing 777-ის ავიაკატასტროფა
Boeing 777-ის ავიაკატასტროფა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურაში დაადასტურეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2166-ე რეზოლუციის საფუძველზე ქართული მხარის მიერ ჰოლანდიისთვის რაკეტა „ბუკის“ გადაცემის ფაქტი.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა მხარემ ნიდერლანდებს თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ 9M38M1 ტიპის რაკეტა გადასცა იმ ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად, რომელიც უკრაინის თავზე შეემთხვა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს Boeing 777-ს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ნიდერლანდებმა საქართველოს ამ თხოვნით ჯერ კიდევ 2017 წლის 27 იანვარს მიმართა. ჰოლანდიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რაკეტა „ბუკი“ საქართველომ მათ მიმდინარე წლის თებერვალში გადასცა.

აშშ–ის დროშა - Sputnik საქართველო
BOEING 777–ზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ჰოლანდიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავ Hercules-ით ჩამოფრინდნენ, რომლითაც მეორე დღეს რაკეტა „ბუკი“ ჰოლანდიის ჰილზე-რეინის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზე გადაიტანეს.

პროკურატურაში დაადასტურეს ქართული მხარის მიერ ჰოლანდიისთვის რაკეტა „ბუკის“ გადაცემის ფაქტი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2166-ე რეზოლუციის საფუძველზე. 2014 წლის ივლისში მიღებული ეს რეზოლუცია ყველა სახელმწიფოსა და რეგიონში არსებულ სუბიექტებს მოუწოდებს, ყოველმხრივ შეუწყონ ხელი აღნიშნული ინციდენტის საერთაშორისო გამოძიებას, მათ შორის, უზრუნველყონ კატასტროფის ადგილზე დაუყოვნებელი და შეუზღუდავი დაშვება.

„ხსენებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების საფუძველზე, ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 27 იანვარს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ. ხსენებული შუამდგომლობით, სხვა მოქმედებებთან ერთად, მოითხოვებოდა ჰოლანდიური მხარისათვის 9M38M1 ტიპის BUK სისტემის რაკეტის ერთი ეგზემპლარის მიწოდება“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ Новости-Грузия-სთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

„მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 777 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა უკრაინაში, დონეცკის ოლქში. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი, რომელთა უმეტესი ნაწილი ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

ნიდერლანდელი, ბელგიელი, უკრაინელი, მალაიზიელი და ავსტრალიელი გამომძიებლების თქმით, მათ დაადგინეს იარაღის ტიპი, რომლითაც თვითმფრინავია ჩამოგდებული. ეს 9М38 სერიის რაკეტაა, რომელიც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკიდანაა“ გაშვებული დაბა პერვომაისკის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც, გამომძიებლების ინფორმაციით, მეამბოხეთა კონტროლქეშ იმყოფებოდა.

დონბასში სამხედრო კონფლიქტის მონაწილეები, თავის მხრივ, უარყოფენ კავშირს აღნიშნულ ტრაგედიასთან და სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მოწინააღმდეგე მხარეს სდებენ ბრალს. თუმცა, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მოხსენებაში ერთმნიშვნელოვნადაა დადასტურებული, რომ ავიაკატასტროფის გამომწვევი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“ რუსეთიდან ჩაიტანეს ადგილზე, შემდეგ კი უკან დააბრუნეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიკერძოებულია და მისი დასკვნები მხოლოდ უკრაინისგან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.

ყველა ახალი ამბავი
0