„მის მსოფლიო 2017“-ზე საქართველოს „ერისიონის“ მოცეკვავე წარადგენს

© FB / Keti Shekelashviliქეთი შეყელაშვილი
ქეთი შეყელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მის მსოფლიო 2017"-ის ფინალი 18 ნოემბერს გაიმართება

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ყოველწლიურ სილამაზის კონკურს „მის მსოფლიო 2017"-ზე საქართველოს 23 წლის მოდელი, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის" მოცეკვავე ქეთი (ქეთინო) შეყელაშვილი წარადგენს.

კონკურსის ფინალი 18 ნოემბერს ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე ქალაქ სანიაში გაიმართება. საქართველოში კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ტელერახი TV Pirveli განახორციელებს.

ქეთი შყელაშვილი — 2016 წლის ვიცე-მის საქართველოა. თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო Image Centre-თან.

გოგონას მოგონებებიდან, მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ის დღეა, როდესაც ის სხვა 15 მოცეკვავესთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი კონცერისთვის შეარჩიეს.

შეყელაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ხელოვნებათმცოდნეობაში ფლობს ბაკალავრის ხარისხს. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, დაკავებულია ბავშვთა სახლებისთვის თანხების შეგროვებით.

ჟანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
"მის საქართველო 2011" ლეონარდო დი კაპრიოს საღამოს დაესწრო

ქეთი გატაცებულია კულინარიით და ფერწერით, უკრავს ფორტეპიანოზე, უყვარს ჩარლი ჩაპლინის ფილმები.

სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე საქართველოს წარმომადგენლების სამოსზე ტრადიციულად მოდების სახლი "მარიონელა" ზრუნავს, რომელმაც ქეთი შეყელაშვილს საფინალო შოუსთვის საღამოს კაბა და ეროვნული კოსტიუმი შეუკერა.

„მერგო პატივი საქართველო წარვადგინო "მის მსოფლიო 2017"-ზე. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს", — წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქეთი.

„მის მსოფლიოს" კონკურსი, რომელიც 1951 წელს დაარსდა, სილამაზის არსებული კონკურსებიდან უძველესია. „მის მსოფლიო 2016"-ზე საქართველო მოდელმა ვიქტორია კოჩეროვამ წარადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0