"მის საქართველო 2011" ლეონარდო დი კაპრიოს საღამოს დაესწრო

© FB / Janet Kerdikoshviliჟანეტ ქერდიყოშვილი
ჟანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გალა-საღამო The Leonardo DiCaprio Foundation სენ-ტროპეში მეოთხედ ჩატარდა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. "მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი, მოდელი და ტელეწამყვანი ჟანეტ ქერდიყოშვილი სენ-ტროპეში ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის ლეონარდო დი კაპრიოს გალა-საღამოს ეწვია.

ფოტო გალა-საღამოდან საღამოს ლამაზი კაბით მოდელმა Facebook-ში გამოაქვეყნა.

ჟანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
„მის საქართველო 2011“-მა პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა

გალა-საღამო The Leonardo DiCaprio Foundation სენ-ტროპეში მეოთხედ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები კეიტ უინსლეტი, მადონა, შონ პენი და ტობი მაგუაირი.

მსახიობმა The Leonardo DiCaprio Foundation 1998 წელს შექმნა. ფონდი პლანეტაზე ველური ცხოველებისა და მათი ადგილსამყოფელის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ჟანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს დაიბადა თბილისში. "მის საქართველო 2011"-ის ტიტული 19 წლისამ მიიღო. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში უკრაინაში, ასევე იყო წამყვანი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემისა "მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურები".

ყველა ახალი ამბავი
0