ელენე ხოშტარია: პოლიტიკური კარიერა ახლებურად

© Sputnik / Alexander Imedashviliელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელენე ხოშტარია თბილისის მერობის 13 კანდიდატიდან ერთ-ერთია.

ელენე ხოშტარია თბილისის მერის პოსტზე იყრის კენჭს საარჩევნო ბლოკიდან "ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო" — საარჩევნო მიულეტენში მისი ნომერია „2".

„Sputnik–საქართველო" 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისის მერობის კანდიდატების ბიოგრაფიას გთავაზობთ.

ხოშტარიასთვის ეს არჩევნები ახალი პოლიტიკური ძალის შემადგენლობაში პირველია. პარტია „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა" 2017 წლის თებერვალში დაფუძნდა, როდესაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რიგი თანამოაზრეები განუდგნენ.

ადამიანი ფულს ითვლის - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ" არჩევნების წინ შემოწირულობების სახით 11,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ელენე ხოშტარია 1973 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. უმაღლესი განათლება თბილისის მერობის კანდიდატმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

მოსკოვში სწავლის პერიოდში ხოშტარიამ სტაჟირება მოსკოვში საქართველოს საელჩოში გაიარა. სამშობლოში 2004 წელს დაბრუნდა და სახელმწიფო აპარატში დაიკავა პირველი თანამდებობა — შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი.

იმავე წელს თბილისის მერობის კანდიდატი სამუშაოდ გადავიდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. უწყებაში ხოშტარიამ 8 წელი იმუშავა – პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხოშტარიამ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაცია". მაშინ ის საერთაშორისო ურთიერთობებსა და კონფლიქტების საკითხებზე ლექციებს კითხულობდა.

2016 წელს ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".

ხოშტარია დაოჯახებულია და ოთხი შვილი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0