ქართველი ფოტოგრაფი ამერიკაში და ბრონქსელი „ნიგერიტო“ მის ობიექტივში

© FB / David Kovziridzeდავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ფოტოგრაფს, მუსიკოსსა და კინოდოკუმენტალისტს დავით კოვზირიძეს წარმოგიდგენთ.

საქართველოში რამდენიმე მუსიკალური პროექტის ავტორია, მათგან მნიშვნელოვანია „ქართული ფოლკ-როლ პროექტი”. მისი ფოტოების გამოფენა საქართველოში 2007 წელს გაიმართა. გადაღებული აქვს კლიპები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და პრომო-ვიდეოები. მას ამერიკაში დავუკავშირდით.

© FB / David Kovziridzeდავით კოვზირიძე
დავით კოვზირიძე - Sputnik საქართველო
დავით კოვზირიძე

– ბატონო დავით, როგორც წესი, ცხოვრების ათვლა ბავშვობიდან და ოჯახიდან იწყება…

— მოგახსენებთ, მუსიკალური ოჯახიდან ვარ, მამა როკ-ჯგუფ “ბერმუხას” წევრი იყო, დედა კი კლასიკური მუსიკის პროფესიონალური შემსრულებელი. მშობლებმა ბავშვობიდანვე დიდი გავლენა მოახდინეს ჩემ მუსიკალურ განვითარებაზე.

© FB / David Kovziridzeდავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო - Sputnik საქართველო
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო

– როგორი იყო ამერიკამდე თქვენი „ამერიკული ოცნება“ და რეალობასთან მიახლოების დროს რა შეიცვალა თქვენთვის?

— ერთხელ მკითხეს, თუ მსურდა ამერიკაში ფოტოგრაფიული მოღვაწეობის გაგრძელება. ვუპასუხე, რა თქმა უნდა, მსურს–მეთქი, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, რა რთული იქნებოდა საკუთარი თავის რეალიზება უცხო ქვეყანაში. თავიდან მომიწია მძიმე სამუშაოს შესრულება, მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ და არ დამიკარგავს იმის იმედი, რომ ჩემ “ამერიკულ ოცნებას” ავიხდენდი. ამერიკაზე შთაბეჭდილებები უკვე იქ წასვლამდე მქონდა, ბევრ სხვადასხვა წყაროს გავეცანი, ამიტომ სიურპრიზები არ დამხვედრია. ჩემი მოლოდინი და არსებული რეალობა თითქმის დაემთხვა. ყველაზე დიდ წარმატებად საყვარელ საქმეში რეალიზებას მივიჩნევ.

© FB / David Kovziridzeდავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო - Sputnik საქართველო
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო

– როგორც ფოტოხელოვანს, ორაზროვნად გეკითხებით: ემიგრაციის შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ხედვის რაკურსი და ფოტოობიექტივში მოხვედრილი კადრები?

— ამერიკაში ძალიან ბევრი საინტერესო კადრი ხვდება ობიექტივში. უცხო ქვეყანაში მოხვედრა თემატიკის ცვლილებას ავტომატურად იწვევს. ეცნობი მრავალკულტურულ საზოგადოებას, მათზე ძალიან ბევრ რამეს იგებ და სწავლობ და მსოფლმხედველობაც გეცვლება. ახლა რამდენიმე კომერციულ პროექტზე ვმუშაობ, ნიუ-იორკის ბევრ სკოლასთან ხელშეკრულება მაქვს დადებული, ვმუშაობ ბევრ ბიზნეს-პრომო ვიდეოზე.

© FB / David Kovziridzeდავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო - Sputnik საქართველო
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო

– ამერიკული ურთიერთობები — როგორია ის და რითია მეტი ან ნაკლები ქართულზე?

— საქართველოსგან განსხვავებით ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში ადამიანური ურთიერთობების დეფიციტია, რაც მოუცლელობას უკავშირდება. ზოგადად, ამერიკული საზოგადოება უფრო თავისუფალია. ძალიან ძნელია ამერიკის და საქართველოს ერთმანეთთან შედარება. ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნულ ღირებულებებზე და პრიორიტეტებზე.

– გადასაღებ მოედანზე რაიმე დასამახსოვრებელი ამბავი ხომ არ შეგემთხვათ?

— მოგიყვებით ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელიც შემემთხვა გადაღებისას ბრონქსში. გადაღება მიწევდა სტუდიაში, სადაც უამრავი ფერადკანიანი ბავშვი იმყოფებოდა. ზოგადად, ბრონქსში მოსახლეობის უმრავლესობა ფერადკანიანია. ბავშვებთან მუშაობა საკმაოდ რთულია და ყოველთვის დიდი ენერგიის დახარჯვაა საჭირო, კარგი შედეგი რომ მიიღო. მოკლედ, მიდის გადაღება, ვიღებ ორ ძმას, ერთი უფროსია, ალბათ 5 წლის, თეთრკანიანი ლათინოსია, მეორე დაახლოებით 3 წლის, პუტკუნა, უსაყვარლესი ფერადი ლათინოსი. ძალიან გამიჭირდა პატარას გამხიარულება, ის იბღვირებოდა და ფოტოაპარატს არ სწყალობდა. მაქსიმალურად ვცდილობდი ბავშვის გახალისებას, ველაპარაკებოდი გაუთავებლად, ვეკითხებოდი იმ თემებზე, რომლებზეც ბავშვებს უყვართ ლაპარაკი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. როცა უფროს ძმას ვეკითხებოდი სახელს, ის სხარტად მპასუხობდა. ახლა პატარა პუტკუნას ვეკითხები სახელს. პატარა სასაცილო არსება, თავჩაწეული, მორცხვად რაღაცას ბუტბუტებდა ისე, რომ ვერაფერს ვერ ვიგებდი. ბოლოს ავუწიე ხმას და ვეცადე სახელი ეთქვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მხოლოდ გაურკვეველი ბგერები მესმოდა. ამასობაში უფროსმა ძმამ, შეწუხებულმა ჩემი წარუმატებლობით, გაღიმებულმა ძმის სახელი ხმამაღლა წამოიძახა: ნიგერიტო! მეშველა, გავიფიქრე და გათამამებულმა დავიწყე: ნიგერიტო გაიღიმე! ნიგერიტო გაიღიმე!.. იმ მომენტში ვერც ვაცნობიერებდი, რომ ნეგერიტო ბავშვის სახელი ვერ იქნებოდა და არც იყო. ერთი წუთით წარმომიდგინეთ, მე, გაღიმებული და გახარებული, გარშემორტყმულ ფერადკანიან ბავშებსა და მშობლებს შორის, ნიგერიტოს ძახილით. უცბად შევამჩნიე, რომ სიტუაცია შეიცვალა. ყველა გაშტერებული და გაკვირვებული მიყურებდა, ხოლო პატარა ნიგერიტო გამხიარულებული და გაცინებული შემომცქეროდა.

© FB / David Kovziridzeდავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში - Sputnik საქართველო
დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში

– დაახლოებით მივხვდი, რას „აშავებდით“…

— მე თავდაპირველად ვერ ვხდებოდი, რატომ იცინოდა პატარა ნიგერიტო და რატომ ბრაზდებოდნენ ირგვლივ მყოფნი. უცბად გამოვფხიზლდი და მივხვდი რასაც „ვაშავებდი”, გამომეტყველებაც შემეცვალა დასჯილი ბავშვივით. ირგვლივ მყოფნიც ალბათ მიხვდნენ, რაც მოხდა. ამის შემდეგ პატარა ნიგერიტოს სიცილი ყველას გადაედო და ერთად ვიცინოდით. მგონი უფრო მეტად ჩემზე იცინოდნენ. საქმე ისაა, რომ პატარა ბიჭუნას ოჯახში, თურმე, იუმორით მეტსახელად „ნეგერიტოს“ (შავტუხას) ეძახდნენ, რადგან ერთადერთი ფერადკანიანი იყო ოჯახში. აი, ფოტო კი ფანტასტიკური გამოვიდა.

© FB / David Kovziridzeდავით კოვზირიძე
დავით კოვზირიძე - Sputnik საქართველო
დავით კოვზირიძე

– როგორია შორიდან დანახული შენი ქვეყანა?

— ამ თემაზე მიჭირს ლაპარაკი. საქართველოში ძალიან ხშირად დავდივარ, რადგან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. თუმცა საქართველოს აქ ისე იცნობენ, როგორც უნიკალურ, საოცრად ლამაზ და სტუმართმოყვარე ქვეყანას და ეს მახარებს და მეამაყება…

 

ყველა ახალი ამბავი
0