თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს ეუთოს სადამკვირვებლო მისია გაუწევს

გამოწერა
ცესკოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დამკვირვებლად რეგისტრაცია 30-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას ეუთოს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
IRI საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

უშუალოდ არჩევნების დღეს ეუთოს დამკვირვებლები სხვადასხვა ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, უბნის დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.

„ჩვენი მისია საარჩევნო პროცესის დაკვირვებაა, ვაკვირდებით საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცესს. დასკვნას კვირას გამოვაქვეყნებთ", — განუცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ბეგი დაივერმა ჟურნალისტებს.

ეუთოს მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 22 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ცესკოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დამკვირვებლად რეგისტრაცია 30-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა.

საქართველოში უკვე იმყოფებიან აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიები, რომელთა წევრებიც არჩევნების დღეს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მონიტორინგს გაუწევენ საარჩევნო პროცესს, მანამდე კი საქართველოს მასშტაბით გამართავენ შეხვედრებს ხელისუფლების, ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კანდიდატებთან და აგრეთვე პარტიების ლიდერებთან.

ყველა ახალი ამბავი
0