თბილისელების 44% ყოველდღიურად საცობში ხვდება

© photo: Sputnik / Stringerმანქანების გადაადგილება მშრალ ხიდთან სანაპიროზე
მანქანების გადაადგილება მშრალ ხიდთან სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვამ აჩვენა, რამდენ დროს კარგავენ თბილისელები საცობებში და რომელი ტრანსპორტით ისინი სარგებლობენ

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელების თითქმის ნახევარს ყოველდღიურად საცობში დგომა უწევს, რაზეც დღეში საშუალოდ 26 წუთი იკარგება, აჩვენა ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფ ACT-ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საცობებში დგომა რესპონდენტების 44%-ს უწევს, 69%-მა განაცხადა, რომ საცობში დგომა კვირაში ერთხელ მაინც უწევს.

გადაჭედილი გზები თბილისში გამოკითხულთა 84%-ს უკიდურესად აწუხებს.

საბაგირო გზის ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისი შესაძლოა საბაგირო გზების ქალაქი გახდეს

კვლევამ აჩვენა, რომ თბილისელების 69% ყველაზე ხშირად გადაადგილდება ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი. ამ დროს ტრანსპორტის ყველაზე პოლულარული სახეობა მიკროავტობუსი აღმოჩნდა (29%), შემდეგ მოდის ავტობუსი (23%) და მეტრო (16%).

თბილისის მოსახლეობის მეოთხედი (25%) საკუთარი, ოჯახის წევრის ან მეგობრის ავტომობილით სარგებლობს. ამასთან მანქანებით ძირითადად მამაკაცები გადაადგილდებიან (40%). რაც შეეხება ქალებს, მანქანას ქალების მხოლოდ 14% მართავს.

რაც შეეხება ტაქსის, გადაადგილების ძირითად ტრანსპორტს ის გამოკითხულთა მხოლოდ 2%-თვის წარმოადგენს.

ქალების უმრავლესობა (79%) საზოგადოებრივ ტრანსპორტს ირჩევს. ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით 18-24 წლის თბილისელები სარგებლობენ.

საცობები თბილისში
საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
საცობები თბილისში

კვლევა თბილისის მასშტაბით 7-9 ოქტომბერს შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარდა. გამოკითხულია სულ 400 თბილისელი.

ACT — ანალიზისა და კონსულტაციების გლობალური კომპანიაა, რომელიც დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოიცავს. კომპანიის ოფისები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში მდებარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0