თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკის შტატ ფლორიდას მცხოვრები ვერონიკა პოუზის ცხრა წლის ბიძაშვილის მკვლელობა და მის მიმართ სასტიკი მოპყრობა ედება ბრალად, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Pensacola News Journal.
გამოცემის მონაცემებით, 147 კილოგრამის წონის 64 წლის ამერიკელმა ქალმა დაახრჩო გოგონა, როდესაც დაუმორჩილებლობისთვის დასჯის მიზნით მას დააჯდა.
პოლიციამ პოუზის რამდენიმე ნათესავიც დააკავა, ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებით. მათ განაცხადეს, რომ პოუზიმ თავიდან ბავშვს სახაზავი და ლითონის მილაკი ჩაარტყა, ხოლო როდესაც გოგონამ გაქცევა სცადა, დაეწია და მას ზემოდან დააჯდა.
ქალი, რომელიც ჭარბწონიანობით არის დაავადებული, ბიძაშვილზე ათი წუთის განმავლობაში იჯდა. ნათესავების მონათხრობიდან ირკვევა, რომ გოგონამ დაიჩივლა, რომ ვერ სუნთქავდა, ქალი კი მხოლოდ ორი წუთის შემდეგ ადგა. ექიმების დასკვნის მიხედვით, გოგონას გული გაუჩერდა.