თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე 8 თვის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, იტყობინება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი სამეგრელოდან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს