„თიხაზე მუშაობა გამშვიდებს“ – თამუნა ჭონქაძის ფერადი ნივთები

© FB / Tamuna Tchonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამუნა ჭონქაძე პოლიმერულ თიხაზე მუშაობს. ქმნის სხვადასხვა დიზაინის სამკაულებს, საყურეებს, გულსაკიდებს, თმის სამაგრებს, ასევე სუვენირებს და დეკორატიულ ნივთებს.

ხატვა ბავშვობიდანვე იტაცებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე თავადაც შეძლებდა რაიმე ღირებულის შექმნას. ხელნაკეთი ნივთების დამზადება სტუდენტობის დროს სცადა მეგობრის თხოვნით.

როდესაც ფერადი პოლიმერული თიხა აღმოაჩინა, მისი ნამუშევრები გაცილებით ლამაზი და დახვეწილი გამოვიდა და ისინი სოციალურ ქსელში გამოფინა. ამ გზით მისი ნამუშევრები ბევრმა გაიცნო. ძირითადად იყენებს პოლიმერულ თიხას და აკრილის საღებავებს. ბოლო დროს მარტო არ მუშაობს, მასთან ერთად მისი მეგობარი ია გელაშვილია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, რაც მას შემოუერთდა. შრომა გადანაწილებული აქვთ. ორივეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი აქვთ დამთავრებული. თამუნა მაგისტრატურაში სწავლობს თარგმანზე, ია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირებას სწავლობს.

© FB / Art Hysteriaჭიქა
ჭიქა - Sputnik საქართველო
ჭიქა

.

– თამუნა, დღეს კონკურენცია საკმაოდ დიდია და, თუ დააკვირდით, ყველაზე ხშირად რა ნივთების დამზადებას გიკვეთავენ?

— ძირითადად ვამზადებ სხვადასხვა სამკაულებსა და აქსესუარებს, ფოტოების ჩარჩოებს, რომელიც პოლიმერული თიხითაა გაფორმებული, კედლის დეკორაციებს, მანქანის სუვენირებს, სკულპტურებს, საკიდებს და სხვ. ყველაზე დიდი შეკვეთები თიხით გაფორმებულ ჭიქებზე მაქვს. მათზე პოლიმერული თიხით ვაკეთებ აპლიკაციებს, მულტფილმის გმირებს, ყვავილებს. ამ ჭიქების პრაქტიკულად გამოყენებაც შეიძლება. სურვილის მიხედვით ვამზადებ ნივთებს შეკვეთით.

© FB / Art HysteriaArt ისტერიას ნამუშევრები
Art ისტერიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
Art ისტერიას ნამუშევრები

– ვიცი, რომ სახელობით ნივთებს და საყვარელი გმირების გამოსახულებებს გიკვეთავენ…

— ცოტა რთული და თან საინტერესოა, როცა რაიმე გამოსახულების დამზადება მიწევს. მაგალითად, ერთ-ერთი იყო რობინზონ კრუზო, რომლის პატარა სკულპტურა გავაკეთე. ეს იყო კუნძული და პატარა კაცუნა პალმის ქვეშ. ერთხელ მარტორქები გამაკეთებინეს. ვან გოგის ორი ნახატის შესრულებისას აკრილის საღებავები და პოლიმერული თიხა უჩვეულო კუთხით გამოვიყენე. ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. მომავალში ძალიან მინდა, რომ სხვადასხვა მასალაზე მუშაობა შევისწავლო. ბოლოს დროს მინითაც დავინტერესდი.

© FB / Art Hysteriaსამაჯური
სამაჯური - Sputnik საქართველო
სამაჯური

– ამბობენ, თიხაზე მუშაობა ამშვიდებს ადამიანსო…

— თიხაზე მუშაობა იმდენად სასიამოვნოა, რომ გამშვიდებს კიდეც. ის არ შეიძლება, რომ მოგბეზრდეს. ყველა დეტალს დამზადების ინდივიდუალური ტექნიკა აქვს. თითოეულ აქსესუარს დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ვამზადებ. ჩემი უარყოფითი განწყობა არასოდეს ახდენს ჩემ ნამუშევრებზე გავლენას, მაგრამ თიხაზე მუშაობას პოზიტივი მოაქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0