საქართველო სამთო-სათხილამურო სეზონისთვის ემზადება

© Ajara Tourism Portalსამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სამტო-სათხილამურო კურორტებმა ზამთრის ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს და მას რამდენიმე სიახლით შეხვდებიან, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების პრესსამსახურის განცხადებაში.

სიახლეებს შორის არის ახალი სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები. წელსვე ამოქმედდება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო და კოხტა-მიტარბის ახალი გადასასვლელი სათხილამურო გზა.

ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
პატარაძე: კურორტი გოდერძი დასვენების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა

სვანეთში ასევე კეთდება მცირე ზომის საბაგიროები: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და ლენტეხში. საქართველოს მთის კურორტების კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მცირე ზომის საბაგიროები ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0