პატარაძე: კურორტი გოდერძი დასვენების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა

© FB/ Zurab Pataradzeზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კურორტ გოდერძზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა.
პატარაძე: კურორტი გოდერძი აჭარაში ზამთარ-ზაფხულის პერიოდში დასვენების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აჭარაში წლის ოთხივე სეზონი იყოს ტურისტებით დატვირთული. გოდერძი არის უნიკალური შესაძლებლობა იმისა,  რომ ჩვენმა სტუმრებმა ზამთარშიც და ზაფხულშიც კომფორტულად დაისვენონ“, — განუცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ტელეკომპანია  „იმედს“.

გოდერძზე რამდენიმე ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კურორტს 1500-ზე მეტი ნომერი შეემატება.

ყველა ახალი ამბავი
0