რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ბოევიკების გადამბირებელი დააკავეს

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშისაქართველო-რუსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“
საქართველო-რუსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გადამბირებელი ჰიჯაბში" ახალგაზრდებს ტერორიზმში ჩაბმას აიძულებდა და ახალგადმობირებულები თურქეთი-სირიის საზღვარზე გადაჰყავდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც პოტენციური ტერორისტების გადმობირებით იყო დაკავებული, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას დაააკავეს, იუწყება РИА Новости რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი მოქმედებების შედეგად „ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მგზავრთა ნაკადში გამოვლენილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქალბატონი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან კავშირშია შემჩნეული. დაკავებული ეჭვმიტანილია რამდენიმე ახალგაზრდის ტერორისტულ საქმიანობაში განხრახ ჩაბმაში, ასევე „ახალწვეულების" სირიაში გამგზავრების ორგანიზებაში. „ჰიჯაბიანი გადამბირებლის" მსხვერპლთა შორის დადგენილია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ვინაობა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
თურქულმა სპეცსამსახურებმა აზერბაიჯანელი ტერორისტი-თვითმკვლელები დააკავეს

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისკენ მას ნათესაური კავშირების არსებობამ უბიძგა. თურქეთი-სირიის საზღვარზე კანონსაწინააღმდეგო შეიარაღებული ფორმირებების ახალწვეულთა ჯგუფების გადაყვანა-გაცილების გამოცდილება მას მანამდე ჰქონდა მიღებული, აღნიშნეს სამმართველოში.

მესაზღვრეების მონაცემებით, ბოროტმოქმედის პირველი ქმარი სხვა ბოევიკებთან ერთად ახლო აღმოსავლეთში შეირაღებული კონფლიქტების ზონაში დაიღუპა. „მან პირველმა გააცნო დაკავებულს ისლამური ფუნდამენტალიზმის გაუკუღმართებული წარმოდგენა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ „პროფესიონალმა ქვრივმა" ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების არსად აქცია და რელიგიური ფანატიკოსების აღსაზრდელად ახალ-ახალ მსხვერპლს ირჩევდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0