სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალის მოედანზე "გლობალური პოლიტიკა და მისი დღის წესრიგი: როგორ დავიცვათ მსოფლიო" ფრატინი წარდგა სიტყვით თემაზე "გაეროს მოდელი. გახსნილობა". ფესტივალის მონაწილეებთან საუბრის შედეგების მიხედვით ფრატინიმ „Sputnik-მოლდოვას" კორესპონდენტს ვიქტორ ჩობანს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- შეიძლება თუ არა მიგრაციამ იმოქმედოს უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და მშვიდობაზე ევროკავშირში?
— სერიოზული დესტაბილიზაციის შემოტანა შეუძლია, რადგან იტალია (როგორც პრინციპში მთელი ევროპა) აფრიკასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფართობს იკავებს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განცალკევებული სამყაროს შექმნა შეუძლებელია. მოგვწონს ეს თუ არა, სასოწარკვეთილი ადამიანების ნაკადი ევროპაში გაგრძელდება. უმჯობესია ამ ნაკადების მართვა. მათი მართვა საჭიროა ევროპის დონეზე, მაგრამ არა ევროპაში, ქვეყნებში, საიდანაც სასოწარკვეთილმა ადამიანებმა წამოსვლა გადაწყვიტეს, უნდა შეიქმნას ეკონომიკური ზრდის წინაპირობები, სამუშაო ადგილები, მიკროკრედიტების განვითარებისა ინსტრუმენტები და ინიციატივებია სიჭირო. ეს წარმატების ერთადერთი გზაა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ნიგერიელი გოგონები, რომლებიც ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლი გახდნენ, სიცილიაზე აღმოჩნდებიან, ისინი უნდა მივიღოთ. სხვა გზა არ არსებობს. მაგრამ გაცილებით უკეთესია იმათთვის, ვინც სასაწარკვეთილია, შეიქმნას პირობები იმისათვის, რომ ისინი სახლში დარჩნენ.
- მსოფლიო პოლიტიკაში ევროპის დიდ მნიშვნელობაზე საუბრისას, იქნებოდა თუ არა მიზანშეწონილი "ევროპის შეერთებული შტატები", თუ გავითვალისწინებთ ეროვნულ განწყობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში?
— იტალიაში "ევროპის შეერთებული შტატეზე" ნაკლებად საუბრობენ, რადგან ნაციონალური და ნაციონალისტური მიდგომები ამჟამად იზრდება და ჭარბობს კიდეც სამწუხაროდ, რადგან თავდაცვის, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ერთიანი თვალსაზრისის იდეა ევროპას მსოფლიო დონეზე მეტ ძალას შემატებდა. ქვეყნისთვის არსებობს მნიშვნელობის შემცირების რისკი, რადგან პატარა იტალია, როგორც პატარა გერმანია, დიდ რუსეთთან, ან ჩინეთთან, ან აშშ-თან შედარებით არაფერს წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, ყოველ შემთხვევაში ერთობლივი თავდაცვის, უსაფრთხოების კუთხით და, ვინ იცის, მომავალში იქნებ საგარეო პოლიტიკის კუთხითაც.
- ევროკავშირსა და აშშ-ის ურთიერთობებსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებაში აშშ-ის როლზე, ასევე ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებით ამერიკის შეშფოთების საუბრისას…
— ისინი ზოგჯერ არაინ შეშფოთებული, მაგრამ ცდებიან, რადგან ტრადიციების, ისტორიის, კულტურის მეშვეობით ევროპამ შეიძლება ხიდის როლი შეასრულოს. ევროპა რუსეთთან ძალიან ახლოსაა, როგორც იტალია, მათ საკმაოდ სანდო ურთოერთობები გააჩნიათ. სამწუხაროდ, სანქციების პოლიტიკა მოქმედებს, მცდარი პოლიტიკა. იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციების გაუქმების მოხრეა. იმედი მაქვს, მალე დადგება ის მომენტი, როდესაც ეს სანქციები გაუქმდება, რადგან ისინი ევროპისთვის მცდარია. არამარტო იტალიისთვის, რუსეთისთვის, საბოლოო ჯამში აშშ-თვისაც. უკეთესია გყავდეს ლოიალური მეგობარი, ვიდრე ის, ვინს ბრძანებებსა ან პრინციპებს ასრულებს, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
ფრანკო ფრატინი — იტალიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამ პოსტს იკავებდა სილვიო ბერლუსკონის II, III და IV მთავრობებში. 2004-2008 წლებში ფრატინი ასევე ევროკომისიის ვიცე-თავმჯდომარე და იუსტიციის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი იყო.