თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მსოფლიო საფრთხეებზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, საფრთხეები 2016 წელს არ შემცირებულა.
„საფრთხეები გასულ წელს არ შემცირებულა“, — განაცხადა ლავროვმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ამ თვალსაზრისით მან გაიხსენა რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა თურქეთში, რომელიც ფოტოგამოფენის გახსნაზე მოკლეს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, თავდამსხმელი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მევლუთ მერთ ალთინთაში იყო, რომელიც უშიშროების ძალებმა ადგილზე მოკლეს.
„უმძიმესი ტერორისტული აქტის შედეგად თურქეთში ჩვენი ელჩი ანდრეი კარლოვი დავკარგეთ. და ტერორიზმის პრობლემამ სისტემური ხასიათი ნამდვილად შეიძინა“, — აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარი ფაქტი ტერაქტად შეაფასეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი სისხლის სამართლის საქმე მუხლით „|საერთაშორისო ტერორისზის აქტის“ მუხლით აღძრა.
კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა.