დიდთოვლობა საქართველოში: გერმანელი ტურისტი მთებში ჩარჩა

© FB / Georgian National Astrophysical Observatoryაბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორია
აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტმა საირმიდან აბასთუმანში ფეხით წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გზად უამინდობამ შეუშალა ხელი

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. გერმანელი ტურისტი აბასთუმანში ჩარჩა, მის დახმარებას ტექნიკის მეშვეობით ქართველი მაშველები ცდილობენ, განუცხადა ჟურნალისტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად გერმანელი და ქართველი ტურისტი საირმისკენ გაემართნენ, იქიდან გზა აბასთუმნის მიმართულებით გააგრძელეს. თუმცა, უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო, გზა ვერ განაგრძეს.

უამინდობა აჭარაში - Sputnik საქართველო
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა

„ქართველმა ტურისტმა გზა ფეხით გამოიარა და დარეკვა შეძლო. ჩვენი ტექნიკა უკვე წასულია და უახლოეს საათებში მივლენ ტერიტორიაზე. ასევე მიჰყავთ ექიმი იმისთვის, რომ უცხოელ ტურისტს ადგილზე აღმოუჩინონ დახმარება. როგორც ვიცი, შეუძლოდ გახდა", — განაცხადა სეთურიძემ ტელეარხ „იმედის" (Imedi) ეთერით.

ბოლო ორი დღის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ავდარი მძვინვარებს. განსაკუთრებით დაზარალდა დასავლეთ საქართველო, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, დღეს საქართველოს მთელ ტეროტირიაზე ნალექი შენარჩუნდება, მთაში თოვლის სახით. ოთხშაბათს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუმჯობესდება.

ყველა ახალი ამბავი
0