საქართველოს სამხედრო გზაზე სპეცრეჟიმი მოქმედებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სამხედრო გზა ზამთარში
საქართველოს სამხედრო გზა ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი თოვის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული, კერძოდ დარიალის ხეობის ზოგ მონაკვეთზე აკრძალულია ტრანსპორტის გაჩერება

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა უამინდობის გამო შეზღუდულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შტორმი - Sputnik საქართველო
საშტორმო მდგომარეობა სანაპირო ზოლზე – უამინდობა ფოთში

კერძოდ, დიდთოვლობის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის 71-106 კმ-ზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დარიალის ხეობაში (მაგისტრალის 134-135-ე კმ) — ტრანსპორტის გაჩერება.

შეზღუდვები ასევე დაწესებულია მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზეც. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე კლდოვანი ზვავის ჩამოწოლის გამო, აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. გზის სხვა მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.

ასევე აკრძალულია მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 188-198-ე და 142-157-ე კმ-ზე. გზის სხვა მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0