თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ფოთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, იტყობინება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
ძლიერი წვიმის შედეგად ელექტროენერგია არ მიეწოდებათ კუნძულის უბნის, 9 აპრილისა და გეგეშიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა დააზიანა ხეები.
როგორც „Sputnik-საქართველოს" „ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, აღნიშნულ უბნებში ბრიგადა ოპერატიულად გავიდა და უახლოეს პერიოდში მოსახლეობას ელექტოენერგიის მიწოდება აღუდგება.
ფოთის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ყველა სამსახური მობილიზებულია.
უამინდობამ საქართველოს რამდენიმე ქალაში პრობლემები შექმნა.