საქართველო საკრედიტო რეიტინგის გაზრდის იმედს გამოთქვამს

© AFP 2024 / MIGUEL MEDINAFitch
Fitch - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა წამყვან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ამაღლების იმედი აქვს, რის შემდეგაც მას ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა მიეცემა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Rating's, Moody's-სა და Standard & Poor's-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„ინსტიტუციონალური ინვესტორების მოსაზიდად ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის საკრედიტო სუვერენული რეიტინგების გაზრდა. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავმართეთ ძალზე ინტენსიური დისკუსიები საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან. ჩვენ ძალზე ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს ახალი ინვესტიციების მოზიდვის საშუალება მიეცემა", — მოტანილია ფინანსთა მინისტრის ციტატა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
მსხვილი უცხოური ბანკები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით დაინტერესდნენ

სარეიტინგო სააგენტო Moody's Investors Service-მა, 2010 წლიდან პირველად, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგი Ba3 დონიდან Ba2 დონემდე ასწია.

სააგენტოს შეფასებით, საქართველოსთვის პროგნოზი „სტაბილური“ რჩება, ხოლო ეკონომიკის მდგრადობა, მიუხედავად რეგიონული ეკონომიკური შოკებისა, რომელიც 2014 წელს დაიწყო, ეკონომიკისა და ინსტიტუტების მზარდი ძალის დემონსტრირებას ახდენს.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ რეიტინგის გაუმჯობესების საფუძველი გახდა ეკონომიკური სტაბილურობა, ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებისა და ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, სავაჭრო კონტაქტების გაფართოება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის პერსპექტივა.

ამას გარდა, Moody's Investors Service-მა ასევე გაზარდა საქართველოსთან დაკავშირებული პროგნოზი დეპოზიტებისა და ობლიგაციების მიხედვით.

მანამდე Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-" „სტაბილური“ პროგნოზით მიანიჭა, ასევე Standard & Poor"s-მა — „BB-" „სტაბილური“ პროგნოზით.

ყველა ახალი ამბავი
0