2017 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 24,2%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშივალუტა
ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის სექტემბერში ამ ქვეყნიდან 43,1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, შემდეგ მოდიან იტალია და საფრანგეთი – 13-13 მლნ აშშ დოლარი, აშშ - 12,6 მლნ აშშ დოლარი, ისრაელი – 11,6 მლნ აშშ დოლარი.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობამ 124,4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24,2%-ით (24,2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: წლის ბოლომდე გვექნება ეკონომიკის დაგეგმილზე უფრო მაღალი რეალური ზრდა

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92,9% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში თითო მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93,2 პროცენტი მოდიოდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის სექტემბერში ამ ქვეყნიდან 43,1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, შემდეგ მოდიან იტალია და საფრანგეთი – 13-13 მლნ აშშ დოლარი, აშშ — 12,6 მლნ აშშ დოლარი, ისრაელი – 11,6 მლნ აშშ დოლარი.

2017 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან მთლიანობაში 38,8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან კი 85,6 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხებს, 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან 19,0 მლნ აშშ დოლარი (46,8 მლნ ლარი) გადაირიცხა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 15,3 მლნ აშშ დოლარი (35,4 მლნ ლარი) იყო.

ყველა ახალი ამბავი
0