როგორ შევამზადოთ ზამთრისთვის სახის კანი

© FB/Maria Blond Tsimintiaმარია ციმინტია
მარია ციმინტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს, ამისთვის კი ისინი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ. თუმცა, სახის კანის მოვლისას ხშირად შეცდომებს ვუშვებთ...

ნინი რაზმაძე

ნამზეურის შემდეგ როგორ მოვუაროთ კანს  და როგორ შევამზადოთ იგი ზამთრისთვის, „Sputnik — საქართველოს“ მკითხველს დერმატოლოგი მაკა დოღოზაშვილი უამბობს.

- რა აზიანებს ყველაზე მეტად სახის კანს?

— სახის კანს ყველაზე მეტად არასწორი მოვლა და არაჯანმრთელი ცხოვრების წესი აზიანებს. არასწორ მოვლაში იგულისხმება არასრულყოფილი დემაკიაჟი — დღის ბოლოს სახის კანი აუცილებლად საჭიროებს გასუფთავებას ზედმეტი ცხიმისგან,  მაკიაჟის ნარჩენებისგან. ასევე დამაზიანებელია კანის დატენიანება-კვების უგულებელყოფა. კანის დამაზიანებელი მავნე ჩვევებიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავია — თამბაქოს მოხმარება, ჭარბი ნახშირწყლები, შაქრის, ტკბილეულის და ცომეულის მიღება, მოუწესრიგებელი ძილი, ნერვული სტრესი.

- ზაფხულის სეზონის შემდეგ ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ?

— რუჯის გადასვლის შემდეგ ყველაზე ხშირია კანის გამოშრობა-ქსეროზი, ვულგარული აკნეს გამწვავება, ბავშვებში — სტრეფტო-სტაფილო დერმიები, კანის პიგმენტაციის დარღვევა.

მალამო სახის კანისთვის - Sputnik საქართველო
ისევ სახის მოვლის შესახებ - კოსმეტოლოგი გვირჩევს

-  როგორ უნდა მოვუაროთ კანს რუჯის შემდეგ?

— სათანადოდ და რეგულარულად უნდა დავიტენიანოთ კანი — გამოვიყენოთ თერმული წყლები, ჰიალურონის მჟავას, ვიტამინი E-ს, პანტენოლის შემცველი კრემები. დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით მივიღოთ სასმელ წყალი (1,5-2,5 —წონის, ასაკის გათვალისწინებით). ასევე გავითვალისწინოთ, რომ გარუჯვისას კანის ყველაზე ზედაპირული შრე- ეპიდერმისის რქოვანა შრე- კიდევ უფრო სქელდება და ცხიმის ჯირკვლების სეკრეტი გარეთ ვეღარ გამოდის, გროვდება კომედონებში და განსაკუთრებით აკნეს ტიპის კანზე იწვევს გამონაყრის გამწვავებას. ამიტომაც, რუჯის შემდეგომ, ყველა კოსმეტიკური საშუალება, რომელსაც ვიყენებთ — სახეზეც და ტანზეც, რეკომენდირებულია იყოს არაკომედოგენური.

- რუჯის მოყვარულებმა რა უნდა გაითვალსიწინონ?

— მზის სხივები აუცილებელია D ვიტამინის წარმოქმნისთვის, რაც შემდგომში კალციუმის სწორ ცვლას და ძვლოვანი სისტემის სიმტკიცეს განაპირობებს, ასევე დადებით როლს ასრულებს ენდოკრინულ და რეპროდუქციულ ფუნქციაზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარუჯვისთვის ოპტიმალური დრო — დილის 10:00-მდე და საღამოს 18:00 საათიდან არის.  11:00- დან 18:00 საათამდე აქტიურ, პირდაპირ მზის სხივებზე გატარებული თუნდაც რამდენიმე წუთი, შესაძლოა, გახდეს ფოტოდაბერების, ნაადრევი ღრმა ნაოჭების, პიგმენტური ლაქების და ბევრი უფრო სერიოზული (მაგ.მელანომა, აქტინური კერატოზი)  კანის და არა მარტო კანის  დაავადებების მიზეზი.

გლიცერინი და ვიტამინი Е - ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტი - Sputnik საქართველო
გლიცერინი და ვიტამინი Е - ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტი

- როგორ მოვამზადოთ სახის კანი ზამთრისთვის?

— კანის სწორი მოვლა- დემაკიაჟი, კვება-დატენიანება, ჯანსაღი ცხოვრების ზოგადი  წესი განაპირობებს კანის ე.წ. ლიპიდური მანტიის შენარჩუნებას და სწორ ფუნქციონირებას, რაც შემდგომში ასევე განაპირობებს კანის მედეგობას ზამთრის სიცივესთან.

- როგორ შევინარჩუნოთ ჯასაღი კანი ზამთარში?

— ზამთარში ზოგადად რეკომენდირებულია შედარებით მსუყე- სქელ ფუძეზე დამზადებული მკვებავი კრემების გამოყენება. თუმცა, გასათვალისწინებელია ინდივიდუალური კანის ტიპი. ზოგჯერ კანი იმდენად ცხიმიანია, რომ ზამთრის სიცივეშიც კი მსუბუქი გელ-კრემი ესაჭიროება. სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენებისას, და ზოგადად ღია ცის ქვეშ ინტენსიურად ყოფნისას- აუცილებელია ე.წ.  ქოლდ კრემების ანუ ბარიერული კრემების გამოყენება კანის სიცივის და ქარისგან დასაცავად,  ნუ დაგვავიწყდება თვალის ირგვლივ და ტუჩის კანის დაცვა.

ია ფარულავა - Sputnik საქართველო
როგორ ინარჩუნებს ია ფარულავა სასურველ გარეგნობას - მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

- ბევრი ქალი მიმართვას სხვადასხვა პილინგებს, რომლებიც ინტერნეტში ხშირად ვრცელდება. რას ურჩევით მათ, რამდენად სწორია სახლის პირობებში მომზადებული პილნგებით სახის მოვლა?

— პილინგი-იგივე ექსფოლიაცია-აქერცვლა- ასაკობრივად შეცვლილი კანის არაოპერაციული გზით გაახალგაზრდავების მეთოდია. მისი საშუალებით ვებრძვით კანის დეფექტებს-ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, აკნეს, ფორიან კანს, აკნეს შემდგომ ლაქებსა და ზედაპირულ ნაწიბურებს. ქალბატონებს  ინტერნეტ-რეცეპტების მიმართ სიფრთხილეს ვურჩევდი, რადგან უკეთეს შემთხვევაში მათი დიდი უმრავლესობა არაეფექტურია, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა გახდეს კანის ალერგიული რეაქციის, ზედმეტად გამოშრობის და დამწვრობის მიზეზიც კი.

-  რა რჩევებს მისცმთ ქალბატონებს…

— ქალბატონებს პირველ რიგში ვურჩევდი ხშირად და გულწრფელად გაიღიმონ, კარგად გამოიძინონ, ხანდახან უარი თქვან სხვადასხვა დესერტსა და ტკბილეულზე. საგანგაშო არ არის თუ ვერ ახერხებენ დერმატო- კოსმეტოლოგიური კაბინეტების ხშირ სტუმრობას, მაგრამ ვურჩევდი,  ნურაფრით ნუ დაეზარებათ ყოველ დილას და საღამოს, რეგულარულად  დაუთმონ კანის მოვლას თუნდაც 5 წუთი- სპაციალისტის მიერ მათი კანისთვის ინდივიდუალურად და  სწორად შერჩეული საშუალებებით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0