ისევ სახის მოვლის შესახებ - კოსმეტოლოგი გვირჩევს

© photo: Pixabay / silviaritaმალამო სახის კანისთვის
მალამო სახის კანისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
სახის კანი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მისი მოვლა. ამისათვის კი აუცილებელია, ვიცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გვაქვს  და მას სწორად როგორ უნდა მოვუაროთ

ამასთან გასათვალისწინებელია, ადამიანის ასაკიც.ზოგი თვლის, რომ თავის მოვლა მოზრდილ ასაკში იწყება, მოვლის საშუალებად კი მხოლოდ კოსმეტიკას განიხილავს. ამაზე ბევრს დაობენ,  მაგრამ ალბათ სჯობს, რომ რჩევები პროფესიონალისგან მივიღოთ. ამის შესახებ კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი ნინო ჯავახიშვილი გვესაუბრება.

ქალი სარკესთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2020
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული კანი: ეფექტური პროდუქტების ტოპ-7

- ქალბატონო ნინო, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა და მამაკაცმა სახის მოვლა?

- მოდით, დიფერენცირებას ნუ დავიწყებთბთ იმიტომ, რომ კანი ყველასთვის კანია და მისი მოვლა, აუცილებლად პუბერტატული, ანუ გარდატეხის, ასაკიდან 12- 13 წლიდან უნდა დავიწყოთ. რას ნიშნავს კანის მოვლა?— პირველი,  რაც აუცილებელია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა,  ეს არის პირადი ჰიგიენის დაცვა. ყოველ დილა- საღამოს სახის კანი საპნით კარგად  უნდა დამუშავდეს,  განსაკუთრებით თუ კანი  ცხიმიანია. 

-როგორ უნდა მივხვდეთ კანი ცხიმიანია თუ არა?

- ცხიმიანი კანის ამოცნობის ძალიან მარტივი ტესტი არსებობს: ძილის წინ პირი კარგად უნდა დავიბანოთ, დილით კი — გაღვიძებისთანავე სახეზე ქაღალდის ხელსახოცი მივიდოთ  და  თუ ცხიმიან ლაქას დატოვებს,  ესე იგი, კანი  ცხიმიანია. იმ ადგილას, თუ არ დატოვა ლაქა — კანი მშრალია. 

თამარ მიქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2020
როგორ მოვუაროთ ზაფხულში კანს: ბუნებრივი კოსმეტიკის სასარგებლო თვისებები

-ხშირად ამბობენ, რომ  ყოველ დღე სახის საპნით დაბანა არ შეიძლება, ზოგი საერთოდ არ ხმარობს საპონს…

- ეს მცდარი შეხედულებაა, განსაკუთრებით პუბერტატულ ასაკში, ამ დროს ორგანიზმში გამძვინვარებულია ჰორმონალური სისტემა, რომელიც თავის მხრივ, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერებას უწყობს ხელს.  დღეს ჩვენი ატმოსფერო გაჯერებულია მძიმე მეტალებით, თავისუფალი რადიკალებით, ათასი მიკრობითა და პარაზიტული ინფექციებით, როგორ შეიძლება, ეს არ ჩამოიბანო და ისე დაიძინო? მით უმეტეს ცხიმიანობა გადასარევი საშუალებაა, რომ ამ ყველაფერმა  კანის შიგნით შეაღწიოს და ჩვენი დამცავი ბარიერი ვეღარ უზრუნველყოფს, რომ კანი  გარკვეული ინფექციებისა და ბაქტერიებისგან დავიცვათ. ამიტომ ამის გაკეთება ყველა ასაკშია აუცილებელი. დაბანის შემდეგ უნდა ვიცოდეთ სახის სწორი მოვლა, თუ კანი მშრალია,  მივახმაროთ დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებები, თუ კანი ცხიმიანია, შესაბამისად, გამოსაშრობი საშუალებებით და კრემებით შემოვიფარგლოთ.

სახე მხარზე, თვალები ფეხებზე და თუთიყუში ცხვირზე - უჩვეულოა, მაგრამ ლამაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2019
როგორ უნდა მოვუაროთ გაზაფხულზე სახის კანს: გამოცდილი კოსმეტოლოგის რჩევები

- ქალბატონო ნინო, კარგი სახის კანი რომ გვქონდეს კიდევ რა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ?

- დღეს ჩვენი ბაზარი მოვლის საშუალებებით გაჯერებულია, ამიტომ  სწორი არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვანია. ერთი მთავარი ფორმულა, რომელიც  ყველასთვის საჭიროა - ეს არის კანის დატენიანება, განსაკუთრებით ზამთრის ცივ პერიოდში, როდესაც ჩვენს ირგვლივ ტექნიკა, გათბობა თუ სხვა რამ ჩვენს კანს აშრობს და ასევეა ზაფხულშიც, როდესაც კონდიციონერთან ყოფნა ხშირად გვიწევს.  სახლის პირობებში ძალიან მარტივია სახის მოვლის პროცედურების ჩატარება, იმიტომ, რომ არსებობს სპეციალური კოსმეტიკური წყლები, რომელიც სპრეის სახითაა და ძალიან მარტივად მოსახმარია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კანს მაშინ, როცა მაკიაჟს ვხმარობთ. ქვედა შრე აუცილებლად დაცული უნდა იყოს. გასათვალისწინებელია, რომ კოსმეტიკა აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს და ამ შემთხვევში საშიშროება ნაკლებია.

ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2018
ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავება ანუ როგორ ვებრძოლოთ ასაკობრივ ნაოჭებს

- შეიძლება, რომ სახის კანის გამოშრობამ ნადრევი ნაოჭები გამოიწვიოს?

- რასაკვირველია. რას ნიშნავს გამოშრობა? ჩვენი კანი უჯრედებს შორის ჰიალურონის მჟავას შეიცავს. ასაკთან, სტრესთან  და სხვა არასასურველ პირობებთან ჰიალორონის განლევა ხდება. რითი შეიძლება, რომ იგი აღვადგინოთ?— ოზონოთერაპიით, მეზოთერაპიით, ბიორევიტალიზაციით, კრემებით, მაგრამ მარტო კრემი ვერაფერს იზამს, რადგან ჩვენი ლიპიდური ბარიერი იმდენად შუღწევადია, რომ კანში მხოლოდ წასმული კრემის 5% აღწევს. ახლა ბაზარზე არსებობს ძალიან კარგი მეზოროლერი, ეს არის პატარა ბურთულა, რომლის  მოხმარებისას ჩვენი  ეპიდერმისის მიკრო დაზიანება ხდება და სხვადასხვა საშუალებებს უფრო შეღწევადს ხდის. არსებობს არაჩვეულებრივი კრემები, რომლებიც ნანო სტრუქტურით  ჰიალორონის მჟავას შეიცავს.

 - რას ნიშნავს ნანო სტრუქტურა?

 - მოლეკულური ზომა ემთხვევა ჩვენი კანის მოლეკულურ ზომას, ანუ ფორების ზომას, რომლებიც შეღწევადობას ხელს უწყობს და შედეგად იმას ვიღებთ, რომ ჩვენი კანი ყოველთვის კარგად გამოიყურება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მეზოროლერი ყველას შეიძლება ჰქონდეს სახლში და ყელისთვის, გულისთვის, სახისა და მკლავებისთვის გამოიყენოს, მერე კი — შესბამისი კრემი წაისვას. კანს უნდა მოვუფრთხილდეთ, თორემ მისი დაზიანება ბაქტერიებისა და პარაზიტების გავრცელების იდეალური საშუალებაა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური