თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მცენატრეთა დაცვის სპეციალისტებმა თბილისში აზიური ფაროსანას სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები(ფერომონები) დაამონტაჟეს, იტყობინება სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.
მავნებლის მოსაზიდი ხაფანგები დედაქალაქის პარკებში ბაღებსა და ტყე-პარკებში აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით დამონტაჟდა.
მავნებლის სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები (ფერომონები) ვაკის პარკში, „მზიურში", გოძიაშვილის სახელობისპარკში, რიყის პარკში, ვეტერანთა, კიკვიძის პარკიში, დიღმის ტყე-პარკში, თბილისის ზღვის პარკში, დედა ენის პარკში, 9 აპრილის პარკში, 9 მარტის პარკსა და ვერის პარკში დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებით განთავსდა.
სეს-ში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
სეს-ის ცნობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).