მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციები გააცნეს

CC BY-SA 2.0 / M van Ree / Halyomorpha halysაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიური ფაროსანასგან გიხსნით ბადეები ფაბჯრებსა და კარებზე, ხაფანგები, სპეციალური პრეპარატები და მექანიკური განადგურება

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოსახლეობისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციების მთელი ნუსხა შეადგინა.

„აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს მაღალი მგრძობელობა სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ“, — ნათქვამია რეკომენდაციებში.

რამდენიმე მარტივი რჩევა,  აზიური ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად:

— გამოიყენეთ კარის ბადეები;

— გაიტანეთ ყველანაირი მცენარე თქვენი საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ მავნებელს;

— ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები;

— თუ თქვენ სახლს აქვს ბუხარი, დახურეთ მისი საკვამური;

— ფაროსანას  შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, —მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი.

— შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა — ღამით, საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე, მოთავსეთ ნათურა.

— აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებში და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება. თუმცა, მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
ბათუმის შვიდ საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანა დააფიქსირეს

დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას  დარწმუნდით, რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა.

აზიური ფაროსანას შენობებსა და დახურულ სივრცეებში მოსპობის ყველაზე უსაფრთხო საშუალება — მათი მექანიკური განადგურებაა!

როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მავნებელს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილის გადალახვა შეუძლია. ტემპერატურის კლების გამო აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქებისკენ მიგრირებს.

უახლოეს დროს თბილისში აზიურ ი ფაროსანას წინააღმდეგ შესაბამისი ღონისზიებები დაიწყება. პარკებისა და ბაღების ქიმიური დამუშავება მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წარიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0