ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის გახსნის პროგრამა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი 14 - 22 ოქტომბერს სოჭში გაიმართება და 180 ქვეყნიდან 18-დან 35 წლის ასაკის სხვადასხვა სფეროს 20 000 ახალგაზრდა პროფესიონალს შეკრებს.
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი 14 - 22 ოქტომბერს სოჭში გაიმართება და 180 ქვეყნიდან 18-დან 35 წლის ასაკის სხვადასხვა სფეროს 20 000 ახალგაზრდა პროფესიონალს შეკრებს. - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაცობრიობის ექვსი მთავარი თემა: რას მიეძღვნება ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის გახსნის ინტერაქტიული ცერემონია

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალის გახსნის გრანდიოზული ცერემონია 15 ოქტომბერს სოჭში ყინულის სასახლეში გაიმართება. ის მიეძღვნება თანამედროვე მსოფლიოს საკვანძო პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, რომლებსაც ახალგაზრდები სთავაზობენ.

თეატრალიზებული შოუს მონაწილეები საკუთარი წარმოდგენით აჩვენებენ, რომ ადამიანებს ბევრი რამ შეუძლია, თუ ისინი გაერთიანდებაინ.

„ექვსი აქტუალური თემა ავიღეთ: ეკოლოგია, სიღარიბე, განათლება, ენერგია, ინფორმაცია, მეცნიერება. ამ თემების საფუძველზე შევქმენით შოუ. ამ თემებზე პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან გვყავს მოწვეული სპიკერები, ისისნი საუბრობენ საკუთარ თავზე, იმაზე, რა მისცეს ამ მსოფლიოს… შოუ იმით არის მშვენიერი, რომ ის რეალობაზე დაყრდნობით მოვიფიქრეთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ", — განაცხადა რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრმა, რუსეთის ტელევიზიის აკადემიის წევრმა ალექსეი სეჩენოვმა, რომელსაც მსგავსი შოუების შექმნის დიდი გამოცდილება გააჩნია.

ცერემონიის პროდიუსერია ხელოვნებათა დამსახურებული მოღვაწე იგორ კრუტოი, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული კომპოზიტორი რუსეთში.

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი სოჭში - Sputnik საქართველო
ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ქართველი მონაწილეები სოჭში არიან

ცერემონია იქნება ინტერაქტიური, თითოეული სტუმარი თავს არამარტო მატურებლად, არამედ წარმოდგენის უშუალო მონაწილედ იგრძნობს, ორიგინალური მაღალტექნოლოგიური დეკორაციები მუდმივი მოძრაობისა და საკვანძო კითხვებზე პასუხების ძიების ატმოსფეროს შექმნის.

„ჩვენ შევქმენით მრავალსექციური ეკრანი-მოდული, რომელიც ექვს დიდ სექციას — სფეროს მოიცავს. ასეთი სფერო სულ 60 000 ცალია. ამ სფეროებისგან შედგება ცენტრალური ობიექტი. რა არის სფერო? სფერო — ეს არის ადამიანი, მისი სული. ეს ჩვენი მეხსიერებაა, ის შედგებ აპატარა ადამიანებისგან, თითოეული მათგანი ანათებს. ეს ჩვენი შოუს ცენტრია", — განაცხადა სეჩენოვმა.

პროგრამის თითოეულ ეპიზოდს კონკრეტული ადამიანი წარადგენს. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ რაღაც მომენტში მათ გადაწყვიტეს მსოფლიო უკეთესი გახადონ. მაგალითად, არტიომ ოგანოვი, ცნობილი მეცნიერი, რომელმაც შენაერთების კრისტალური სტრუქტურის წინასწარმეტყველების ხერხი გამოიგონა. ის წარმოადგენს თანამედროვე რუსეთს. „ეკოლოგიის" ეპიზოდის მთავარი გმირი გახდება აფროზ შაჰი ინდოეთიდან, რომელმაც 86 კვირაში პლაჟიდან 5 400 ტონა ნაგავი გაიტანა. "ენერგიის" შესახებ მოგვითხრობს ენერგიის განახლებადი წყაროების დამუშავების კომპანია Oxygen Africa-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი სიმბარაშე მხურირო ზიმბაბვედან, რომელიც აფრიკის ყველაზე პერსპექტიული და მისაბაძი ახალგაზრდა მეწარმეების ტოპ-30-ეულში შედის. „სიღარიბის" ეპიზოდის გმირი ინდონეზიელი ექიმი და სოციალური მეწარმე გამალ ალბინსაიდი გახდება, რომელმაც 24 წლის ასაკში დააარსა პროექტი "ნაგვის სამედიცინო საზღვევა", რომელიც ნებისმიერ გაჭირვებულს ექიმთან უფასო ვიზიტს შეგროვილი ნაგვის ნაცვლად უზრუნველყოფს.

გახსნის ცერემინიის პირდაპირი ეთერის პარალელურად, სტადიონის წინ მდებარე მოედანზე მოეწყობა საკონცერტო პროგრამა, რომელიც მთავარი შოუს კონცეპციას გააგრძელებს. შეკრებილებს გაართობენ Quest Pistols Show, Guru Groove Foundation, ჯგუფ „ტატუს" სოლისტი ლენა კატინა და ჯგუფი Morandi. შოუს წამყვანი „ვეჩერნი ურგანტის" სპეციალური კორესპონდენტი ალა მიხეევა იქნება.

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი 14 — 22 ოქტომბერს სოჭში გაიმართება და 180 ქვეყნიდან 18-დან 35 წლის ასაკის სხვადასხვა სფეროს 20 000 ახალგაზრდა პროფესიონალს შეკრებს. ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებას 5000-კაციანი მოხალისეთა კორპუსი გაუწევს.

ამ გრანდიოზულ ახალგაზრდულ ზეიმში მთელი რუსეთი ჩაერთვება. ფესტივალს სტარტყი მისცა საერთაშორისო აღლუმ-კარნავალმა, რომელიც მოსკოვში 14 ოქტომბერს გაიმართა. ფესტივალის პირველ სამ დღეში 2 000 უცხოელი მონაწილე კალინინგრადიდან ვლადივოსტოკიდან რუსეთის 15 რეგიონს ეწვევა.

ყველა ახალი ამბავი
0