შსს-მ გორში იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი წარმოადგინა

© police.geშინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორელმა ბავშვებმა და მოზარდებმა მონაწილეობა უამრავ გასართობ აქტივობაში მიიღეს

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახალხო დღესასწაულზე „გორის დღეები 2017“ წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი სახელწოდებით „ეს ჩვენი ქალაქია“, იტყობინება უწყების პრესსამსახური

აღნიშნული პროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის  „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში განხორცილედა.

იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი გასართობი აქტივობა დახვდათ. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.

უსაფრთხო ქალაქი თბილისი მოლში - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი მოლში“ იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი მოაწყო

საექსპერტო–კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩასატარებელი ინვენტარით აღჭურვილი, მოძრავი ლაბორატორია.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. იმიტირებული ქალაქის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია კი მათ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, დათა ქაჯაიასთან ერთად, ვირტუალურ რბოლაში მონაწილეობა მიეღოთ.

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბავშვებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დაახვედრა. 

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ კი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო.


ყველა ახალი ამბავი
0