სეზონები ფოტოდღიურებად

© FB / EKATERINE PHOTOGRAPHY / კამკამა მწვანე ტბაეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: კამკამა მწვანე ტბა
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: კამკამა მწვანე ტბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინე მამამთავრიშვილმა და დავით ხელაშვილმა საკუთარი ჰობი გააერთიანეს და საოცარი ნამუშევრები შექმნეს - ფოტოებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხე აღბეჭდეს, პროექტს კი „სეზონები-ფოტოდღიური“ დაარქვეს.

ნინი რაზმაძე

- რამდენი ხანია რაც ფოტოგრაფიით ხართ დაკავებული?

ეკატერინე: ფოტოგრაფიამ სტუდენტობის პერიოდში გამიტაცა. პირველი ფოტო ლექტორის დავალებით გადავიღე — შემოდგომა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში. კადრი წარმატებული გამოვიდა. ლექტორის მოწონებაც დაიმსახურა და მეც მიხვდი, რომ გადაღების პროცესისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. მას შემდეგ ფოტოგრაფია ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. 

დავითი: ფოტოებს, დაახლოებით, 8 წელია, რაც ვიღებ. ძალიან მიყვარს ბუნება და ბუნებრივი მოვლენების ფოტოზე დაფიქსირება. საბოლოოდ, ჩემს გალერეას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ჟანრების მხრივ, მრავალფეროვანია — სოციალური ფოტოგრაფია, პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟები…  ამჟამად კი ყველაზე მეტად ღამის ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული.

© FB / EKATERINE PHOTOGRAPHY / იქ, სადაც ჩვენი სეზონები - ფოტოდღიური დაიწყოეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი - Sputnik საქართველო
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი

საიდან გაჩნდა  პროექტის იდეა?

დავითი: ფოტოგრაფია და მოგზაურობა არის ის, რაც ორივეს ყველაზე მეტად გვიყვარს. ჰობი გავაერთიანეთ და შედეგად, საქართველოს რეგიონებისთვის ფოტოჩანაწერები შევქმენით. პროექტი,,სეზონები-ფოტოდღიური“ საშუალებას იძლევა ჩვენი ქვეყნის საინტერესო და გამორჩეულ კუთხეებში იმოგზაუროთ. 

- ადგილები რის მიხედვით აარჩიეთ?

ეკატერინე: ფოტოჩანაწერებს სეზონების მიხედვით ვაგროვებთ. ვფიქრობთ, წელიწადის კონკრეტული დრო საქართველოს რომელ რეგიონში იქნება განსაკუთრებით შთამბეჭდავი… ვცდილობთ, კამერით ნაკლებად ათვისებულ ადგილებს ვესტუმროთ, შემდეგ კი ჩვენი ფოტოებით, ამ სოფლების ცნობადობის გაზრდაში შევიტანოთ მოკრძალებული წვლილი. იმ შემთხვევაში თუ ფოტოლოკაციად ტურისტულად პოპულარულ ადგილს ვარჩევთ, ვეძებთ მის განსხვავებულ რაკურსებს, რათა ჩვენი ფოტოდღიურის მკითხველებს ეს რეგიონი სხვა კუთხით დავანახოთ….

© courtesy of Ekaterine Mamamtavrishviliეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე

საქართველოს რომელი კუთხეები გადაიღეთ?

დავითი: ლოკაციების მხრივ საკმაოდ მდიდარი ფოტოჩანაწერები გვაქვს, თუმცა, გაჩერებას არ ვაპირებთ და გვსურს ფოტოპროექტში,,სეზონები —ფოტოდღიური“ საქართველოს ყველა კუთხე მოხვდეს. არის ადგილები, რომლებიც იმდენად მოგვწონს, რომ კვლავ ვუბრუნდებით გადასაღებად. 

- რამე საინტერესო ისტორია თუ გადაგხდათ გადაღების დროს?

ეკატერინე: ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გერმანელი წყვილი გავიცანით. ჩვენი ფოტოები დავათვალიერებინეთ, მათ კი,,სეზონები — ფოტოდღიურის“ საშუალებით ის ადგილები შეარჩიეს, რომლებსაც საქართველოში ყოფნის პერიოდში ესტუმრებოდნენ. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ევროპელები საკმაოდ კეთილგანწყობილი მასპინძლები არიან და გაგვიხარდა, რომ ამ ფორმით, მადლობის გადახდა მათთვის ჩვენც შევძელით.

© photo: courtesy of EKATERINE PHOTOGRAPHYეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“ - Sputnik საქართველო
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“

- მოგვიყევით  რა სირთულეებს შეეჩეხეთ…  

დავითი: დროის სიმცირე და ამინდის ცვალებადობა — ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც გადაღებაში ყველაზე მეტად გვიშლის ხელს. როგორც წესი, ფოტოპროექტისთვის სამსახურისგან თავისუფალ ორ დღეს ვიყენებთ. აქედან დროის ნაწილი გზას მიაქვს, ადგილზე ჩასულს კი შეიძლება ფოტოებისთვის სრულიად შეუფერებელი ამინდი დაგხვდეს — თავსხმა წვიმა ან ძლიერი ნისლი…

- რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ფოტოებს?

ეკატერინე: „სეზონები — ფოტოდღიური“ სოციალური ქსელის საშუალებით გახდა პოპულარული. ყოველ ახალ ლოკაციას გამოხმაურების ახალი ტალღა ახლავს თავს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი პროექტი არა მარტო ქართველებისთვის აღმოჩნდა საინტერესო. რამდენიმე ევროპელმა ტურისტმაც მოგვწერა, რომლებიც რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავაკვალიანეთ.

© photo: courtesy of EKATERINE PHOTOGRAPHYეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ასეთ ფუმფულობები გვაქვს გურიაში
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ასეთ ფუმფულობები გვაქვს გურიაში - Sputnik საქართველო
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ასეთ ფუმფულობები გვაქვს გურიაში

- რა მიზანი ჰქონდა  ამ პროექტს?

დავითი:  „სეზონები — ფოტოდღიურის“ მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის მაღალი ხარისხის საიმიჯო ფოტოალბომის შექმნა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდაა. 

- პროექტის გაგრძელებას აპირებთ?

ეკატერინე: საქართველო ლამაზი და გამორჩეული ადგილებით იმდენად მდიდარია, ვფიქრობ, მისი ამოწურვა გაგვიჭირდება. აქედან გამომდინარე, რთულია, ვთქვათ, როდის დასრულდება პროექტი. ჯერჯერობით, ვაგრძელებთ, თანაც საკმაოდ აქტიურად.

- სამომავო გეგმებზეც მოგვიყევით…

დავითი: მომავალი ტური ჯერ დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა, ძალიან გვინდა შემოდგომის სეზონი, ამჯერად, რაჭასა და ტაბაწყურში დავაფიქსიროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაგვემგზავრეთ და იკითხეთ ჩვენი ვირტუალური ფოტოდღიური, ვეცდებით, ყოველთვის საინტერესო თავგადასავლებში ჩაგრთოთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0