საქართველოს მსოფლიო ბანკთან ახალი ჩარჩო შეთანხმება ექნება

© FB / Ministry of Finance of Georgiaპირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. 2018 წელს საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმება ექნება, რომლითაც ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრება, განაცხადა აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს 12 ოქტომბრიდან მართავს.

„აქამდე ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, რეგიონული განვითარების პროექტები, რომელთაც აუცილებლად გავაგრძელებთ. თუმცა მათ აუცილებლად დაემატება განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები“, — განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
მსხვილი უცხოური ბანკები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით დაინტერესდნენ

მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების საკითხები დიმიტრი ქუმსიშვილმა განიხილა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერთან და მის გუნდთან შეხვედრისას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰიმსკერკი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი და სხვა ოფიციალური პირები. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც საქართველოს ინსტიტუციური განვითარების, ასევე ქვეყნის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.

გოგონა სიგარეთით - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი: საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა

„შევთანხმდით, თუ როგორ განვავითარებთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს პარტიორობის სტრატეგიას მომავალი 5 წლის განმავლობაში. მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს საქართველოს, რათა გაუმჯობესდეს საჯარო ფინანსების მართვა და ასევე გქონდეთ წარმატებული საბანკო სექტორი. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს განვითარების გზას და ვიმედოვნებ, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება. შეხვედრისას ვიმსჯელეთ იმის შესახებ, რომ წარმატებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს“, — განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა შეხვედრის შემდეგ.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დადებითი ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს.

12 ოქტომბერს ვიცე-პრემიერი სიტყვით წარდგა სესიაზე, რომელიც თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის თემას მიეძღვნა. აღნიშნულ სესიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

13 ოქტომბერს ქუმსიშვილი ვაშინგტონში საინვესტიციო ბანკების — JPMorgan-ისა და Deutsche Bank-ის წარმომადგენლებს შეხვდა. JPMorgan-მა და Deutsche Bank-მა გამოხატეს მზადყოფნა საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0